ავლევის მეორე ნამოსახლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ავლევის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის ჩრდილოეთით, 0,5 კილომეტრზე, ადგილ ცარციძიანთ გორაზე, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. გორის ზედაპირი (60x20 მეტრი) ხელოვნურადაა მოსწორებული. უხვად იპოვება შავად გამომწვარი, უხეშკეციანი სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების თიხის ჭურჭლის ნამტვრევები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 354.