ავთანდილ ებრალიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ავთო ებრალიძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ებრალიძე.

ავთანდილ ებრალიძე (დ. 3 ოქტომბერი, 1991; თბილისი, საქართველო) საყოველთაოდ ცნობილია როგორც ავთოქართველი ფეხბურთელი, პორტუგალიური „ჟილ ვისენტეს“ თავდამსხმელი.

ავთანდილ ებრალიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ავთანდილ ებრალიძე
დაბადების
თარიღი
3 ოქტომბერი, 1991 (1991-10-03) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჟილ ვისენტე
ნომერი 11
ახალგაზრდული კარიერა
2007-2008 დინამო თბილისი
2008-2009 ესპერანსა დე ლაგოსი
2009-2010 ხეტაფე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010-2011 ესპერანსა დე ლაგოსი 17 (4)
2011-2012 ჟუვენტუდე ევორა 27 (2)
2012-2013 ოლივეირენსე 46 (2)
2013- ჟილ ვისენტე 24 (1)
ეროვნული ნაკრები
2013- საქართველო 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 მარტი, 2014
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 25 მარტი, 2014

ავთომ კარიერა დაიწყო 2010 წელს, პორტუგალიის მეოთხე დონის ჩემპიონატის კლუბ „ესპერანსა დელ ლაგოსში“, სადაც ერთი სეზონი დაჰყო. შემდეგ გადავიდა „ჟუვენტუდე ევორაში“, რომელიც პორტუგალიის მესამე დონის ჩემპიონატში ასპარეზობს და 27 თამაშში 2 გოლი მითვალა.

2012 წლის ზაფხულში ავთო გადავიდა სეგუნდა ლიგის კლუბ „ოლივეირენსეში“. „ოლივეირენსეში“ ავთოს დებიუტი შედგა 2012 წლის 29 ივლისს „ბელენენსეს“ წინააღმდეგ სადაც მან 76 წუთი ითამაშა. ავთომ მისი პირველი გოლი გაიტანა 2012 წლის 16 სექტემბერს „საინტრენსეს“ წინააღმდეგ, მისმა გუნდმა 5-1 ანგარიშით გაიმარჯვა.

2013 წლის 2 სექმტემბერს, პორტუგალიის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ავთო გადავიდა პრიმერა ლიგის გუნდს „ჟილ ვისენტეში“, თავისუფალი ტრანსფერით.

სანაკრებო

რედაქტირება

2013 წლის 6 ოქტომბერს ავთო პირველად გამოიძახეს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.[1] მისი სანაკრებო დებიუტი შედგა 15 ოქტომბერს ესპანეთის წინააღმდეგ, მან 70-ე წუთზე შეცვალა შოთა გრიგალაშვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება