ავთანდილ ჭიჭინაძე

ქართველი მეცნიერი მანქანათმცოდნეობის დარგში და სპორტსმენი

ავთანდილ ჭიჭინაძე (დ. 16 სექტემბერი, 1921, ჭოლევი ― გ. უცნობია) — ქართველი მეცნიერი მანქანათმცოდნეობის დარგში და სპორტსმენი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972), რსფსრ-ის მეცნიერების და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1982). იყო სსრკ-ის სპორტის ოსტატი აკადემიურ ნიჩბოსნობაში, სსრკ-ის ჩემპიონი 1951-1953 წლებში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1944 წელს დაამთავრა მოსკოვის ტრანსპორტის ინჟინერთა ელექტრომექანიკური ინსტიტუტის ელექტრული ტრანსპორტის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ამავე ინსტიტუტში, აგრეგატულ საავიაციო ქარხანაში. 1956 წლიდან მუშაობდა ა. ბლაგონრავოვის სახელობის მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტში, 1965 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის მასალათა ფრიქციული კვლევის ლაბორატორიის გამგეა. მუშაობდა ხახუნის, ცვეთისა და შეზეთვის პრობლემებზე. მან ჩამოაყალიბა და დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას - „თბური დინამიკა და ფრიქციული წყვილების ხახუნისა და ცვეთის მოდელირება“, მისი რედაქციით გამოვიდა ცნობარი „პოლიმერები მანქანებისა და ხელსაწყოების ხახუნის კვანძებში“.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება