ავთანდილ შულავრელი
ავთანდილ შულავრელი — XVIII საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი. ააშენა ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი სოფ. წესთან (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). მისი სახელი მოხსენიებულია აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში:"ამისი ოსტატი შულავრელი ავთანდილ, ვინც ნახოთ, შენდობა ბძანეთ". მეორე წარწერის მიხედვით, ძეგლი 1753 წელს აუგიათ. ტაძარი ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი ნიმუშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 23.
- ვ. ბერიძე, ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967