ადუედააძიჟი
ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ადუედააძიჟი[1] — კარული ტბა საქართველოში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.[2] მდებარეობს კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2411 მ-ზე. უჭირავს მყინვარული კარის ძირი. ზედაპირის ფართობი 0,32 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 2,3 კმ², საშუალო სიღრმე 29,6 მ, უდიდესი — 64 მ. წყლის მოცულობა უდრის 9,48 მლნ. მ³.[3] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გეგმაში ტბას ოვალური მოხაზულობა აქვს; გადაჭიმულია მერიდიანული მიმართულებით. ნაპირები დაუნაწევრებელია.[3] უმაღლესი დონე აქვს ზაფხულის პირველ ნახევარში, დაბალი — ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე ადუედა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 16–18 °C, ზამთარში იყინება. წყალი მტკნარია.[3]
ადუედააძიჟი | |
---|---|
კოორდინატები: 42°58′21″ ჩ. გ. 41°45′26″ ა. გ. / 42.97250° ჩ. გ. 41.75722° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2411 მ |
ფართობი | 0,32 კმ² |
მოცულობა | 0,00948 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 29,6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 64 მ |
აუზის ფართობი | 2,3 კმ² |
გამომდინარე მდინარე | ადუედა |
სქოლიო რედაქტირება
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 15.
- ↑ ადუედააძიჟი | უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ 3.0 3.1 3.2 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.