ადმეტოსი (ბერძ. Άδμητος) — ქალაქ ფერეს მეფე, თესალიელი გმირი, კალიდონის ნადირობისა და არგონავტთა ლაშქრობის მონაწილე. ფერეტოსის ვაჟი, ევმელოსის მამა, იასონის ბიძაშვილი. ადმეტოსის ფარას ერთხანს აპოლონი მწყემსავდა.

სცენა მითიდან

ადმეტოსს სურდა პელიასის ქალიშვილის ალკესტიდას ცოლად შერთვა, მაგრამ პელიასმა განაცხადა, რომ ადმეტოსს თავის ქალიშვილს ცოლად მისცემდა მხოლოდ მაშინ, თუ ქორწილზე მივიდოდა ეტლით, რომელშიც ლომი და გარეული ტახი იქნებოდა შებმული. ამ საქმის მოგვარებაში ადმეტოსს აპოლონი დაეხმარა.

სხვა თქმულების მიხედვით, ადმეტოსმა ალკესტიდა ცოლად შეირთო პელიასის სიკვდილის შემდეგ (იასონის დახმარებით). ქორწინების დროს ადმეტოსს დაავიწყდა არტემიდესთვის მსხვერპლის შეწირვა, რის გამოც განრისხებულმა ღმერთქალმა გველები მიუსია[1], მაგრამ ამისგანაც აპოლონმა იხსნა.

აპოლონს ისე შეუყვარდა ადმეტოსი, რომ ბოლოს იმის შესაძლებლობაც კი მისცა, რომ ჰადესში (საიქიოში) თავის მაგიერ სხვა გაეგზავნა[2]. ამ პირობაზე მას მხოლოდ უსაყვარლესი ცოლი — ალკესტიდა დათანხმდა. გმირმა ჰერაკლემ ქმრის მოსიყვარულე ალკესტიდა კვლავ დააბრუნა საიქიოდან და ქმარს მიჰგვარა. ამ თემაზე ევრიპიდემ დაწერა ტრაგედია „ალკესტიდა“.

სქოლიო რედაქტირება

  1. Псевдо-Аполлодор. Мифологическая библиотека I 9, 15
  2. Эсхил. Эвмениды 723—728; Гигин. Мифы 51