ადიღეს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ადიღეს სახელმწიფო უნივერსიტეტი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქალაქ მაიკოპში - ადიღეს რესპუბლიკის დედაქალაქი, რუსეთის ფედერაციაში.
ისტორია
რედაქტირებაადიღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1940 წელს, როდესაც მაიკოპში გაიხსნა მასწავლებელთა ინსტიტუტი, რომელიც 1952 წელს გახდა ადიღეის პედაგოგიური ინსტიტუტი, ხოლო 1993 წელს - სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამჟამად, ადიღეს სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ადიღეს რესპუბლიკის წამყვანი საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი.
სტრუქტურა
რედაქტირებაადიღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში არის ასეთი სტრუქტურა, მასში არის რამდენიმე მოქმედი ინსტიტუტი და ფაკულტეტი. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი სტრუქტურა მოიცავს: 3 ინსტიტუტს, 12 ფაკულტეტს, ფილიალებს ადიღეს რესპუბლიკაში და კრასნოდარის მხარეში, ჰუმანიტარულ და ტექნიკურ კოლეჯში, პროფესიული სწავლების ცენტრში, რესპუბლიკურ ბუნებრივ და მათემატიკურ სკოლაში და სხვა.
რაც შეეხება ინსტიტუტებს, ესენია:
- ხელოვნების ინსტიტუტი;
- ფიზკულტურისა და ძიუდოს ინსტიტუტი;
- კომპლექსური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი.
უნივერსიტეტში მოქმედებს შემდეგი ფაკულტეტები:
- მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება;
- საინჟინრო-ფიზიკური;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერება;
- ისტორიული;
- ფილოლოგიური;
- ადიღეური ფილოლოგია და კულტურა;
- უცხო ენები;
- იურიდიული;
- ეკონომიკური;
- პედაგოგიური;
- სოციალური ტექნოლოგია და ტურიზმი;
- საერთაშორისო.
ადიღეს სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ფილიალები ქალაქებში: აფშერონსკში, ბელორეჩენსკში, ეისკში, ნოვოკუბანსკში, სოჭში, სოფელ კოშეჰაბლში.
საქმიანობა
რედაქტირებაუნივერსიტეტი უზრუნველყოფს ტრენინგებს უმაღლესი და საშუალო პროფესიული განათლების 42 სპეციალობაში.
უნივერსიტეტს 12000-მდე სტუდენტი ჰყავს, აქედან დაახლოებით 2000 უცხოელი სტუდენტია.
მრავალი ათწლეულის განმავლობაში უნივერსიტეტს აქვს განვითარებული ძლიერი სამეცნიერო და პედაგოგიური პოტენციალი. უნივერსიტეტში დასაქმებულია პედაგოგიური პერსონალი დაახლოებით 650 ადამიანია, რომელთაგან დაახლოებით 100 მეცნიერებათა დოქტორი და მეცნიერებათა 400 კანდიდატია. ასევე რუსეთისა და ადიღეის 45 დამსახურებული მეცნიერი, რუსეთისა და საერთაშორისო აკადემიების 24 აკადემიკოსი, რუსეთისა და ადიღეის განათლების, კულტურისა და სპორტის 53 დამსახურებული მუშაკი.
უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგია ემყარება მრავალდონიანი და მრავალფუნქციური კვლევითი კომპლექსის ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს განათლების უწყვეტობას სკოლამდელი და დაწყებითი პროფესიულიდან დიპლომის დამთავრებამდე სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებისათვის.
მიზანი
რედაქტირებაუნივერისტეტი მიზნად ისახავს მის სტუდენტებს წარუდგინოს შესანიშნავი კლასიკური განათლება და მრავალფეროვანი პრაქტიკულად გამოყენებადი და კონკურენტუნარიანი უნარ-ჩვევები, რომლებიც თანაბრად შესაფერისია სხვადასხვა სფეროში პოზიტიური შედეგების შესაქმნელად, სოციალური და კულტურული ცხოვრების, ინდუსტრიისა და ბიზნესის სასარგებლოდ.
უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზანია შექმნას ინოვაციური, წინდახედული და ინსპირაციული საგანმანათლებლო დაწესებულება, ცალსახად დაბალანსებული მრავალმხრივი საგანმანათლებლო და კვლევითი საზოგადოებით, რომელიც ცდილობს უზრუნველყოს ადიღეის რესპუბლიკის, როგორც მაღალკონკურენტული შემადგენელი რეგიონის რეპუტაცია ეკონომიკის, მეცნიერების ყველა სფეროსა და ინდუსტრიაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официальный сайт
- Адыгейский государственный университет (АГУ)
- федеральное государственное бюджетное образовательное учреждение высшего профессионального образования «Адыгейский государственный университет» (ГОУ ВПО «АГУ»)
- МГГТК АГУ დაარქივებული 2023-06-27 საიტზე Wayback Machine.
- государственный университет (АГУ) [მკვდარი ბმული]თარგი:Недоступная ссылка
- Адыгейский государственный университет დაარქივებული 2020-08-06 საიტზე Wayback Machine.