ადირი (მთისწინეთი)
ადირი (თურქულ ენებზე აიირ — გამოყოფა, დაყოფა) — ბორცვიან-ბექობიანი მთისწინეთი შუა აზიის მშრალ მთებში, ფარდობითი სიმაღლით 100–400 მ. ძლიერაა დანაწევრებული დროებითი ნაკადებისა და ხევების ქსელით. ზოგჯერ ადირი ქედების ძირებთან მთისწინა და მთათაშორისი ქვაბულების პერიფერიაზე წარმოქმნის რამდენიმე საფეხუროვან დონეს (მაგ., ფერღანის ხეობა). უფრო ვიწრო გაგებით (ედუარდ მურზაევის მიხედვით), ადირი ეწოდება თურქმენეთის უდაბნოიან ვაკეებს, სადაც ქვიშა არ არის, თუმცა რბილი ნიადაგებია; გამოიყენება საძოვრად.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Тимофеев Д. А. Адыры // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 253.