ადინის მეჩეთი (ბენგალი: আদিনা মসজিদ) - ყველაზე დიდი მეჩეთის ნანგრევები ინდოსტანის ნ/კ–ზე. განლაგებულია ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში. თარიღდება XIV საუკუნით. წარმოადგენდა ბენგალიის სასულთნოს საიმპერატორო მეჩეთს.

Malda ~ Adina Mosque 5.JPG
მალდა. ადინას მეჩეთი
 
მეჩეთის თაღი ზუსტად იმეორებს ერაყში, სასანიანთა პერიოდის ტაძრის ტაქ-კასრას თაღის ფორმას
 
XIX ს. მხატვრული ნამუშევარი ადინის მეჩეთზე

მეჩეთის დიზაინში შერწყმულია ბენგალური, არაბული, სპარსული და ბიზანტიური არქიტექტურის ელემენტები. ის აგებულია ქვისა და აგურისაგან. მისი გეგმა დამასკოს დიდი მეჩეთის გეგმის ასლია. მეჩეთს ჰქონდა სწორკუთხოვანი თიხის კონსტრუქციის ფორმა ღია ეზოთი, ჰქონდა რამდენიმე ასეული გუმბათი. სტრუქტურის ზომებია: 172 X 97 მ. დასავლეთის მთლიანი კედელი ისლამამდელი პერიოდის სასანიანთა საიმპერიო სტილის გამოძახილია. მეჩეთის ყველაზე მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს მისი მონუმენტური თაღი ცენტრალური ნავის ნაწილში. მსგავსი უზარმაზარი თაღი პირველი იყო სუბკონტინენტზე და კიდევ ერთი თავისებურება იყო სასანიდურ სტილთან მსგავსება. მეჩეთი შეგნებულად გამოსახავდა სასანიდი იმპერატორების სიდიადეს. სამლოცველო დარბაზი ხუთი გასასვლელისაგან შედგება. ხოლო ეზოს გარშემო არსებული ჩრდილოეთის, სამხრეთის და აღმოსავლეთის მონასტრები სამმაგი გასასვლელისაგან. საერთო ჯამში ამ შენობას ჰქონდა 260 სვეტი და 387 თაღოვანი ფუძე. ეზოს შიდა ნაწილი წარმოადგენს 92 თაღისაგან შექმნილ უწყვეტ ფასადს. ჯერ კიდევ არსებობს შიდა შემაღლებული პლატფორმა, რომელიც სულთნებისა და მათი ჩინოვნიკების გალერეას ქმნიდა. დასავლეთის კედელთან არის განთავსებული სულთნების სამარხი.

 
მეჩეთის გეგმა იყო დამასკოში ომაიანთა მეჩეთის მსგავსი

მეჩეთი აგებულია სიქანდარ-შაჰის დროს. სიქანდარი იყო ბენგალიის სასულთნოს ილიასების დინასტიის მეორე შაჰი. მეჩეთი ისეა დაპროექტებული, რომ გამოჩენილიყო სამეფოს იმპერიული ამბიციები XIV საუკუნეში დელის სასულთნოს წინააღმდეგ ორჯერ გამარჯვების შემდეგ. შესაძლოა, მეჩეთი აგებული იყოს ინდუსურ-ბუდისტური ტაძრების და მონასტრების ნანგრევებზე იმდენად, რამდენადაც მისი შიდა კედელი შეიცავს დამსხვრეულ ინდურ სკულპტურებს. ენციკლოპედია „ირანიკა“ს თანახმად, მეჩეთის სამშენებლო მასალა შეიცავს ბენგალიის ტაძართა ქვებს.

მეჩეთის წარწერები სიქანდარ-შაჰს ასახელებენ, როგორც „ამაღლებულ სულთანს“, „ხალიფას ერთგულს“. სულთანი დაკრძალულია კედელთან, რომელიც მექისკენ არის მიმართული. მეჩეთი მდებარეობს ამჟამად დანგრეულ ქალაქ პანდუაში, რომელიც ბენგალიის სასულთნოს ძველი დედაქალაქი იყო.

ის დაზიანდა ბრიტანეთის მმართველობის და მიწისძვრების დროს XIX საუკუნეში.

ჯიტუ სანტალის აჯანყება

რედაქტირება

1932 წლის 3 დეკემბერს ჩრდილოეთ ბენგალიაში დაიწყო მემამულეთა წინააღმდეგ აჯანყება, რომელსაც სათავეში ედგა ჯიტუ სანტალი. აჯანყების უკანასკნელი ბრძოლები გაიმართა ადინის მეჩეთის ნანგრევებზე. აჯანყებულთა ნაწილი, რომელიც მიუბრუნდა ინდუისტურ რელიგიას, გაემართა ისტორიულ ქალაქ პანდუასაკენ, დაიკავა ადინის ნანგრევები და ჩაატარა ინდუისტური თაყვანისცემის დამამცირებელი რიტუალი, რათა არსებული მეჩეთი გადაეკეთებინათ ტაძრად.

ჯიტუმ, რომელიც ამის შემდეგ საკუთარ თავს განდის უწოდებდა, გამოაცხადა ბრიტანეთის რაჯას მმართველობის დასასრული და სათავეში ჩაუდგა ახალ მთავრობას მეჩეთიდან. ბოლოსდაბოლოს, შეიარაღებულ საპოლიციო ძალებთან ბრძოლის შემდეგ ჯიტუ ბრძოლაში დაიღუპა მეჩეთის სიახლოვეს. პოლიციამ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ჯიტუმ უარი განაცხადა დანებებაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აბიდ ალი და ჰი სტაპლეტონი, მოგონებები გაურსა და პანდუაზე, კალკუტა, 1931.
  • აჰ დანი, მუსლიმური არქიტექტურა ბენგალიაში, დაკა, 1961.
  • ჯორჯ მაიკლ ედი, ისლამური მემკვიდრეობა ბენგალიაში, პარიზი, 1984.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: