ადელ ექსარკოპულოსი

ადელ ექსარკოპულოსი (ფრანგ. Adèle Exarchopoulos; დ. 22 ნოემბერი 1993, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი მსახიობი. ცნობილია მთავარი როლით ფილმში „ადელის ცხოვრება“, რომელის შემდეგ, მან მსოფლიოს ყურადღება და კრიტიკოსების დადებით შეფასება მიიღო, ასევე ის გახდა კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი მსახიობი. ასევე მოიგო „Trophée Chopard“ ჯილდო, წლის აღმავალი ქალის აპმლუაში, 2014 წლის კანის კინოფესტივალზე და ადელის ცხოვრებისთვის სულ 37 ჯილდოზე ნომინირებული იყო, სადაც რამდენიმე ჯილდო მოიგო.[1]

ადელ ექსარკოპულოსი
Adèle Exarchopoulos

ადელი 2014 წელს
დაბადების სახელი Adèle Exarchopoulos
დაბადების თარიღი 22 ნოემბერი, 1993 (1993-11-22) (31 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2005-დან დღემდე
ცნობილია როგორც ადელის როლით, ფილმში ადელის ცხოვრება

ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

ექსარკოპულოსი გაიზარდა პარიზის მე-19 რაიონში, Place des Fêtes-ის მახლობლად. მამამისი, დიდიერ ექსარკოპულოსი, გიტარის მასწავლებელია და დედამისი, მარინა ნიქუიეთი, მედდაა. ბაბუამისი წარმოშობით ბერძენია.[2][3]

2006 წელს, ექსარკოპულოსი ერთ-ერთმა აგენტმა შენიშნა და მისი დებიუტი შედგა საფრანგეთის სატელევიზიო-პოლიციურ სერიალში R.I.S, სამეცნიერო პოლიცია. 2007 წელს, ცამეტი წლისას, მისი დებიუტი შედგა ფილმში ყუთები.[2]

ადელი ასევე მონაწილეობდა ფილმებში: ტიმპელბახელები (2008), მორეკვა (2010), თურქთა უფროსი (2010), ჟინოს ისტორია (2011), თეთრი კვადრატი (2011), ჩემი ნაწილები (2012) და ადრე მე უფრო მუქი ვიყავი (2013), სანამ არ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება 2013 წლის ფილმით ადელის ცხოვრება, რომელიც დაფუძნებულია 2010 წლის ამავე სახელწოდების ფრანგულ გრაფიკულ რომანზე.[4] ორივე, ექსარკოპულოსი და თანამეწყვილე ვარსკვლავი ლეა სეიდუ, დაჯილდოვდნენ ოქროს პალმის რტოთი, რეჟისორ აბდელათიფ ქეშიშთან ერთად, ამით ისინი გახდნენ პირველი ქალები, გარდა რეჟისორ ჯეინ კემპიონისა, რომლებმაც მიიღეს ეს ჯილდო.[5] აგრეთვე ექსარკოპულოსი არის ყველაზე ახალგაზრდა პირი მათგან, ვინც მიიღო ეს ჯილდო.[6] ადელმა მიიღო კრიტიკოსების ფართო დადებითი კრიტიკა და მისი სამსახიობო ოსტატობა დასახელდა წლის ერთ-ერთ საუკეთესოდ.[7] Indiewire-ს კრიტიკოსმა ერიკ კონმა განაცხადა, რომ მისი აზრით ექსარკოპულოსის შესრულება იყო 2013 წლის საუკეთესო ქალი-მსახიობის შესრულება.[8]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი სახელი როლი შენიშვნა
2006 R.I.S, სამეცნიერო პოლიცია სარა სერიალი
2007 ყუთები ლილი
2008 ტიმპელბახელები მარიანა
2010 მორეკვა ანა ტრაუბე
თურქთა უფროსი ნინა
2011 ჟინოს ისტორია მარია რომა
თეთრი კვადრატი მარი (ახალგაზრდა)
2012 ჩემი ნაწილები ერელი
2013 ადრე მე უფრო მუქი ვიყავი კამილა
სცენის შექმნა ქალი მოკლემეტრაჟიანი
ადელის ცხოვრება ადელი
2014 არასაიმედო ჯენი
დედასთან მოგზაურობა მარი ლუიზა
2015 ანარქისტები ჯუდით ლორილარდი
აპნოე ქალი მოკლემეტრაჟიანი
2016 სიყვარულით ქვევით ანა ამარი
ბოლო სახე ელენი
ობოლი სანდრა
2017 მრბოლელი და ჯაილბირდი ბიბი დელანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Adèle Exarchopoulos. ციტირების თარიღი: 2016-12-02
  2. 2.0 2.1 Five things to know about Adele Exarchopoulos. ციტირების თარიღი: 22 July 2013.
  3. The 19 year old Cannes winner. ellines.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-17. ციტირების თარიღი: 2016-12-03.
  4. Bradshaw, Peter (23 May 2013). „Cannes 2013: Blue Is The Warmest Colour - first look review“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 22 July 2013.
  5. Dargis, Manohla (26 May 2013). „Blue Is The Warmest Color Wins Palme d'Or at Cannes“. The New York Times. ციტირების თარიღი: 22 July 2013.
  6. OSCARS: Sundance Selects Ramps Up ‘Blue Is The Warmest Color’ Star’s Best Actress Bid. ციტირების თარიღი: 26 December 2013.
  7. Adèle Exarchopoulos: The Newcomer Who Made History at Cannes. Indie Wire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 18 February 2014.
  8. Critic's Picks: The Top 10 Best Female Lead Performances of 2013 According to Indiewire's Film Critic. Indiewire (12 December 2013). ციტირების თარიღი: 23 December 2015.