ადელარ ბათელი (ლათ. Adelardus Bathensis, ინგლ. Adelard of Bath; დაახლოებით 10801160) — მე-12 საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი, ნატურფილოსოფოსი და სქოლასტიკოსი. გარდა იმისა, რომ საკუთარ ორიგინალურ თხზულებებს წერდა, არაბული და ბერძნული წყაროებიდან ლათინურ ენაზე თარგმნიდა ფილოსოფიურ, ასტროლოგიურ და მათემატიკურ ნაშრომებს.

ადელარ ბათელი
დაბ. თარიღი 1075[1]
დაბ. ადგილი ბათი
გარდ. თარიღი 1160[1]
გარდ. ადგილი ბათი
საქმიანობა ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, მთარგმნელი, მწერალი და ასტროლოგი
ენა ლათინური ენა
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო

შემოქმედებარედაქტირება

ადელარის ორი ფილოსოფიური თხზულებაა დღემდე მოღწეული: „De eodem et diverso“ („იმავესა და განსხვავებულისათვის“) და „Quaestiones naturales“ („ბუნებითი საკითხები“). ამ თხზულებების ძირითადი მიმართულება პლატონურია[2]:

„არისტოტელე მართებულად თვლის, რომ სახეები და გვარები იმანენტურნი არიან ინდივიდთა მიმართ, ვინაიდან გრძნობადი ობიექტები ინდივიდუმებად, სახეებად და გვარებად გვევლინებიან იმის მიხედვით, თუ რა თვალსაზრისით განვიხილავთ მათ, ესე იგი, მათ ინდივიდუალურ არსებობაზე გავამახვილებთ ყურადღებას, თუ იმაზე, რაც ერთგვაროვანია მათში, მეორე მხრივ, პლატონიც მართებულად ამტკიცებს, რომ წმინდა სახით ისინი მხოლოდ გრძნობად საგანთა გარეშე, ღვთაებრივ გონებაში არსებობენ.“

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 MacTutor History of Mathematics archive
  2. შტეკლი ა., შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია. ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი, თბილისი, 1994.