ადა ვონგი

Resident Evil-ის პერსონაჟი

ადა ვონგი (იაპონ. エイダ・ウォン ეიდა ვონი?); (ინგლ. Ada Wong) — გამოგონილი პერსონაჟი „Resident Evil“-ის ვიდეო თამაშების სერიიდან. ადა არის იდუმალი და ორაზროვანი პერსონაჟი, რომელიც ემსახურება თამაშის ანტიგმირებს და ამასათანავე ეხმარება პროტაგონისტს, ლეონ კენედის.

ადა ვონგი
Resident Evil-ის პერსონაჟი

ადა ვონგი Resident Evil 4 -ში
პირველი გამოჩენა Resident Evil 2[1]
შემქმნელი ნიბურა სიგიმურა
გამხმოვანებელი სალი კეჰილი
(RE2, RE4, The Darkside Chronicles)[2]
მეგან ჰოლინგსჰედი
(The Umbrella Chronicles)[2]
კორტნი ტეილორი
(Operation Raccoon City, Damnation, RE6)[2]
მოძრაობის დაჭერის მსახიობი მაიუკო მარუოკა
(RE4)[3]
ჯოლენ ანდერსონი
(Damnation)
მიშელ ლი (RE6)
განასახიერებს ლი ბინბინი
(Retribution)
გამოგონილი ბიოგრაფია
  • დაბადების თარიღი: 1974
  • დაბადების ადგილი: აშშ
  • ნაციონალობა: ჩინელი-ამერიკელი

ჩინური წარმომავლობის მქონე ამერიკელი[4] ადა ვონგი პირველად გამოჩნდა 1998 წელს, „Resident Evil 2-ში, როგორც საიდუმლო ორგანიზაციის შპიონი, რომელსაც დავალებული აქვს „ამბრელას„ ლაბორატიიდან G ტიპის მუტაგენური ვირუსის ნიმუშის ხელში ჩაგდება.[5] თუმცა იგი ამ მოვლენებამდე გაცილებით ადრე არის მოხსენიებული სერიის პირველ ნაწილში.[6] მოგვიანებით გამოჩნდა, როგორც მეორეხარისხოვანი და მოთამაშე პერსონაჟი შემდეგ პროექტებში: „Resident Evil 4“, „Resident Evil: The Umbrella Chronicles“, „Resident Evil: The Darkside Chronicles“, „Resident Evil: Operation Raccoon City“ და „Resident Evil 6“, ასევე ანიმაციურ ფილმში „ბოროტების სავანე: წყევლა“ და მხატვრულ ფილმში „ბოროტების სავანე: ანგარიშსწორება“, რომელშიც მას განასახიერებს ჩინელი მსახიობი ლი ბინიბინი.[7]

ის დადებითად მიიღეს კრიტიკოსებმა და იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟად სერიაში. გამოცემა Tom’s Games-მა ადა შეიყვანა „სიაში 50 საუკეთესო ქალი პერსონაჟი ვიდეო თამაშების ისტორიაში“.[8] ის ასევე მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალ პერსონაჟად მთლიანად ვიდეო თამაშებში.[9][10][11]

იხილეთ აგრეთვვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Ada Wong - IGN. Uk.ign.com (2007-09-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-11. ციტირების თარიღი: 2014-05-21.
  2. 2.0 2.1 2.2 Characters - Voice Of Ada Wong. Behind The Voice Actors. ციტირების თარიღი: 2014-04-22.
  3. Resident Evil 4: Wii Edition Tech Info - GameSpot.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-02. ციტირების თარიღი: 2017-05-25.
  4. Jeremy Parish, "ADA WONG," Electronic Gaming Monthly ნომერი 224 (იანვარი, 2008), 101.
  5. Capcom Co., Ltd (January 21, 1998). Resident Evil 2. Capcom Entertainment, Inc.. „Annette: You really don't know anything do you! Hahaha, you’re so gullible! She's one of the operatives sent here by the agency. The only reason why she came here was to obtain the T-Virus.“ 
  6. Mike Wehner, The Great Resident Evil 2 Coverup დაარქივებული 2019-05-05 საიტზე Wayback Machine. , The Escapist, 4 ივლისი, 2012.
  7. Li Bingbing Cast as Ada Wong in Resident Evil: Retribution — ComingSoon.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-14. ციტირების თარიღი: 2017-05-25.
  8. The 50 Greatest Female Characters in Video Game History, Tom's Games, 2007-02-20.
  9. Top 50 Videogame Hotties. UGO.com (25 ნოემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-02. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2010.
  10. Chris Buffa. (21 მარტი, 2008) Top 50 Hottest Game Babes on Trial. GameDaily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-02. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2010.
  11. Gaming’s Hottest Babes დაარქივებული 2011-07-14 საიტზე Wayback Machine. , MSN, 7 სექტემბერი, 2009