Resident Evil: The Darkside Chronicles
Resident Evil: The Darkside Chronicles, იაპონურად ცნობილი, როგორც Biohazard: The Darkside Chronicles (იაპონ. バイオハザード/ダークサイド・クロニクルズ?) — რელსური შუტერის ჟანრის ვიდეო თამაში, შექმნილი Capcom-ისა და Cavia-ს მიერ.[1] თამაში Wii პლატფორმისთვის გამოვიდა 2009 წლის 17 ნოემბერს, ხოლო PlayStation 3-ისთვის გამოიცა HD ვერსია 2012 წლის 26 ივნისს. ეს არის „Resident Evil“-ის სერიის ნაწილი და სიუჟეტი მიმდინარეობს „Resident Evil 4“-ის მოვლენებიდან 2 წლით ადრე[2] და ითვლება მის პრიკველად. 2009 წლის 27 ნოემბერს თამაში Wii Zapper-თან ერთად კომპლექტში გამოვიდა ევროპაში.[3]
Resident Evil: The Darkside Chronicles | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი |
Capcom Cavia |
გამომცემელი |
|
სერია | „Resident Evil“ |
ძრავა | MT Framework |
გამოსვლის თარიღი | |
ჟანრ(ებ)ი | რელსური შუტერი |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი |
|
პროდიუსერ(ებ)ი |
|
მხატვარი |
|
კომპოზიტორი |
|
თამაშის სიუჟეტი მიმდინარეობს პერსონაჟების პირადი ისტორიებისა და ტრაგედიების გარშემო.[4] ის ხელახლა მოგვითხრობს „Resident Evil 2“-ის და „Resident Evil Code: Veronica“-ს ისტორიას და მასში, ასევე წარმოდგენილია ახალი თავი.[5] თამაშში ფიგურირებს ხუთი მოთამაშე პერსონაჟი: ლეონ სკოტ კენედი, კლერ რედფილდი,[1] კრის რედფილდი, შერი ბირკინი[6] და სტივ ბერნსაიდი.
„The Darkside Chronicles“ არის რელსური შუტერის ჟანრის.[7] სინათლის პისტოლეტის შუტერის მსგავსად იყენებს Wii Remote მოწყობილობას დასამიზნებლად და მტრების გასანეიტრალებლად. თამაში შესაძლებელია როგორც ერთმოთამაშიან რეჟიმში, ასევე მრავალმოთამაშიანში. ყოველი თავის დასასრულს მოთამაშე ფასდება, თუ რამდენი მტერი/ობიექტი გაანადგურა, რამდენი დაზიანება მიიღო და რამდენი დრო დასჭირდა ტურის გასვლას.[1][7]
მისი როგორც რელსური შუტერის სახით შექმნა გადაწყვიტა მასატიკა კავატამ და მისი აზრით ეს იყო წინა ნაწილების სცენარის ხელახლად გადმოცემის საუკეთესო გზა.[8] საუნდტრეკის შექმნაზე მუშაობდნენ სერიის ვეტერანი კომპოზიტორები, სუსაკუ უტიამა და ტაკესი მიურა.[9]
თამაშმა მიიღო დადებითი შეფასებები ვიდეო თამაშების პრესისგან. ძირითადი შექება დაიმსახურა გრაფიკამ და მუსიკამ. საერთო განხილვების საიტებზე GameRankings და Metacritic ფლობს 74.55%[10] და 75%.[11]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- ოფიციალური საიტი (იაპონური)
- „Resident Evil: The Darkside Chronicles“ საიტზე MobyGames
- The Darkside Chronicles — ოფიციალური ვიკი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Resident Evil: Darkside Chronicles Detailed. IGN (March 11, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-13. ციტირების თარიღი: 2009-03-12.
- ↑ Dahlgren, Matt. (25 აგვისტო, 2009) Capcom Announces Ship Date for Resident Evil: The Darkside Chronicles. Capcom Unity. ციტირების თარიღი: 2009-08-25.
- ↑ Spencer. (August 26, 2009) Zombies On Other Continents Keep Wii Zapper Alive. Siliconera.com. ციტირების თარიღი: 2009-08-26.
- ↑ Resident Evil / The Darkside Chronicles: Talking Evil, The Meaning of "Darkside" დაარქივებული 2009-05-14 საიტზე Wayback Machine.
- ↑ GoNintendo, Resident Evil: Darkside Chronicles - Leon ventures to South America[მკვდარი ბმული]
- ↑ Resident Evil Darkside Chronicles Update. IGN (22 აპრილი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-24. ციტირების თარიღი: 2009-04-23.
- ↑ 7.0 7.1 Hatfield, Daemon. Resident Evil: The Darkside Chronicles Preview. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-16. ციტირების თარიღი: 2009-03-13.
- ↑ Capcom Europe, RE The Darkside Chronicles Q&A დაარქივებული 2011-07-28 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Resident Evil / The Darkside Chronicles: Talking Evil, Veronica's Darkness დაარქივებული 2009-06-16 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Review: Resident Evil: The Umbrella Chronicles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-12. ციტირების თარიღი: 2015-10-09.
- ↑ Review: Resident Evil: The Darkside Chronicles. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-26. ციტირების თარიღი: 2010-04-29.