ადამ დანიელ კინზინგერი (ინგლ. Adam Daniel Kinzinger; /kɪnzɪŋər/; დ. 27 თებერვალი, 1978) — ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი. 2011 წლის 3 იანვრიდან არის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ილინოისიდან.

ადამ კინზინგერი
Adam Daniel Kinzinger
აშშ-ის დროშა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ილინოისიდან
მმართ. დასაწყისი: 3 იანვარი, 2011
მმართ. დასასრული: დღემდე
პარტია: რესპუბლიკური პარტია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 თებერვალი, 1978 (1978-02-27) (46 წლის)
დაბ. ადგილი: კანკაკი, ილინოისი, აშშ
მეუღლე: სოფია ბოზა-ჰოლმანი
სამხედრო კარიერა
ეროვნება: აშშ-ის დროშა ამერიკელი
კუთვნილება: აშშ-ის დროშა აშშ
ჯარის სახეობა: სამხედრო-საჰაერო ძალები
მოღვაწეობა: 2003 — დღემდე
წოდება: ვიცე-პოლკოვნიკი
ბრძოლები/ომები: ერაყის ომი; ავღანეთის ომი

კინზინგერს დამთავრებული აქვს ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2003 წლიდან არის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი, მსახურობდა ერაყსა და ავღანეთში. პოლიტიკური კარიერა დაიწყო მაკლეინის ოლქის საბჭოში (1998-2003 წლები).

კინზინგერი 2010 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგად აირჩიეს ილინოისის შტატის წარმომადგენლად აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში[1], ხელახლა აირჩიეს 2012, 2014, 2016, 2018 წლებში. იგი არის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი[2]. კინზინგერი ჯერი კონელთან ერთად არის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარე[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება