ადამ ვაჩნაძე
ადამ ვაჩნაძე, ბებურიშვილი, — თავადი, XVIII-XIX საუკუნეების ქართველი პოლიტიკური მოღვაწე.
1799-1804 წლებში მხარს უჭერდა გიორგი XII-ისა და რუსეთის ჰეგემონიის წინააღმდეგ მებრძოლ ალექსანდრე ბატონიშვილს; ახლდა მას ირანში. 1804 წლის 29 ივნისს ყაზახის აღალარ ნაგი-ბეგთან ერთად თავს დაესხა ბორჩალოს მემამულე ქანანოვს და მერე ყაზახს წავიდა. იმავე წელს წელს ალექსანდრე ბატონიშვილს საქართველოში გამოექცა და რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩადგა. მიიღო პრაპორშჩიკობა. 1804-1806 წლებში გენერალ ციციანოვის მიერ შურაგელის მოურავად იყო დანიშნული. 1812 წელის კახეთის აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობისთვის დაენიშნა პენსია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძნიშვილი მაქს., მასალები XIX ს. პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, II, თბ., 1983. — გვ. 19.