ადამიანის უფლებები შრი-ლანკაში
ადამიანის უფლებები შრი-ლანკაში — ძირითადი უფლებადამცველი ჯგუფების, Amnesty International-ისა და Human Rights Watch-ის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის [1] და ევროკავშირის, მიერ შეფასებული, როგორც [2] ადამიანის უფლებების კუთხით შემაშფოთებელი. ბრიტანული ცეილონის მმართველობა, [3] შრი-ლანკის მთავრობა და ტამილის ელამის სეპარატისტული ვეფხვები (LTTE), აგრეთვე სხვა გასამხედროებული და მარქსისტი ჯანატა ვიმუკთი პერამუნა (JVP) აჯანყებულები დადანაშაულებულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში. [4] მიუხედავად იმისა, რომ შრი-ლანკას ოფიციალურად არ აღუსრულებია სიკვდილით დასჯა 1976 წლის შემდეგ, [5] არსებობს კარგად დაფიქსირებული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 'გაუჩინარების' და მკვლელობების შემთხვევები. [6] [7]
ფონი
რედაქტირებაშრი-ლანკაში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ორი აჯანყება და სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. სამხრეთ შრი-ლანკაში მეორე რევოლუციის რეპრესიებმა, სამთავრობო ძალებმა და სამხედროებმა დაარღვიეს ადამიანების უფლებები. 60,000-მდე ადამიანი, ძირითადად სინჰალელები, მათ შორის ბევრი სტუდენტი, გარდაიცვალა ამ ამბოხის შედეგად, რომელსაც მარქსისტული ფრაქციები ხელმძღვანელობდნენ. [8] 1983 წლის ივლისში, შრი-ლანკას ისტორიაში უმცირესობის საწინააღმდეგო უმსხვილესი პოგრომი, რომელიც შავი ივლისის ბუნტის სახელით არის ცნობილი, გაჩაღდა. არეულობა დაიწყო შრი-ლანკის არმიის ჯარისკაცებზე ტამილის ვეფხვების (ტამილ ელამის განმათავისუფლებელი ვეფხვები), იმდროინდელი მრავალი ტამილური მებრძოლი დაჯგუფების საპასუხოდ, რის შედეგადაც 13 ჯარისკაცი დაიღუპა. მთავრობის მიერ დანიშნული კომისიის შეფასებით, დაღუპულთა რიცხვი 1000-ს შეადგენს. [9] ძირითადად, შრი-ლანკელი უმცირესობის წარმომადგენელი ტამილები გარდაიცვალნენ ან 'გაქრნენ' ამ არეულობების დროს. მინიმუმ 150,000 ტამილელი გაიქცა კუნძულიდან. შავი ივლისი ზოგადად განიხილება, როგორც შრი-ლანკას სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი ტამილ მებრძოლებსა და შრი-ლანკის მთავრობას შორის.
შრი-ლანკის სამოქალაქო ომი
რედაქტირებამთავრობა
რედაქტირება- 1980-იანი წლები
1986 წლის 19 აპრილს ფიზიკის კურსდამთავრებული რამანუჯამ მანიკკალინამი დააკავეს სამთავრობო უსაფრთხოების ძალებმა მშობლიურ შრი–ლანკაში ტერორიზმის პრევენციის შესახებ კანონის დებულებების თანახმად. ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა თქვეს, რომ იგი დააკავეს ადგილობრივი ფოსტიდან სახლში გასვლისას და აწამეს პატიმრობაში. [10] [11]
- 1990-იანი წლები
შრი-ლანკას აღმოსავლეთ პროვინცია შრი-ლანკის ძალებმა აიღეს 1990 წელს მძიმე ბრძოლების შემდეგ. 1990 წლის დასაწყისში სამთავრობო ძალების გადაადგილების შემდეგაც კი გაგრძელდა დიდი რაოდენობით გაუჩინარების და ექსტრადირების ფაქტები. 1990 წლის ოქტომბრისთვის 3,000 ადამიანი დაიღუპა ან გაუჩინარდა ამპარის ოლქში. გარდა ამისა, უმეტესობა მიიჩნევდა, რომ გაუჩინარებულები მოკლეს არასასამართლო სიკვდილით დასჯის შედეგად. ანალოგიურად ბატიკალოაში კიდევ 1500 ადამიანი გაქრა. [12] ტამილის ვეფხვების ტერორისტებმა განაგრძეს უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა აღმოსავლეთის პროვინციაში. მათ მოკლეს ორ მეჩეთში შეკრებილი მუსლიმები პარასკევის ლოცვაზე. ასევე მოკლეს 700-ზე მეტი უიარაღო პოლიციელი. არაანთალავაში ბუდისტი ბერებით სავსე ავტობუსი გაანადგურეს. ნამდვილი დამნაშავეები ჯერჯერობით დადგენილი არ არის, შრი-ლანკის მთავრობა და აჯანყებულები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
- 2000-იანი წლები
ევროკავშირმა დაგმო შრი-ლანკის უსაფრთხოების ძალების ქმედებები 2000 წელს ადამიანის უფლებების მიმართულებით, 12,000 მშვიდობიანი მოსახლეობის გადასახლების შემდეგ.
ბავშვთა ქორწინება
რედაქტირებაშრი-ლანკაში კანონიერი ქორწინების ასაკია 18 წელი. ამასთან, მუსლიმთა ქორწინებისა და განქორწინების შესახებ კანონი (MMDA) საშუალებას აძლევს 12 წელზე უფროსი ასაკის არასრულწლოვან მუსლიმებს დაქორწინდნენ და არ საჭიროებს პატარძლის თანხმობას. ასაკი შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს, თუ საშუალება არსებობს. სისხლის სამართლის კოდექსი ასევე ათავისუფლებს მუსლიმებს დევნისგან თუ ცოლად მოიყვანს 12 წლიდან ზევით ბავშვს. ბავშვთა ქორწინების მაჩვენებლები შრი-ლანკაში არის 2% 15 წლის ასაკის ბავშვებში და 12% 18 წლის ასაკის ბავშვებში, რაც დაბალია სამხრეთ აზიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუმცა ზოგიერთი ქორწინება არარეგისტრირებულია და შეიძლება მაჩვენებელი უფრო მაღალი იყოს. ბევრმა მუსლიმმა გოგონამ სცადა თვითმკვლელობა, რათა თავიდან აეცილებინათ იძულებითი გათხოვება. გოგონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქორწინებას, სცემენ თავიანთი ოჯახის წევრები. ქმრებს ასევე შეუძლიათ სწრაფი განქორწინება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ხოლო მეუღლეს უწევს გრძელი პროცესი, რომელიც მას მოწმეების წარმოდგენასა და მოსმენებზე დასწრებას მოითხოვს. კანონების ადმინისტრირება ხდება სპეციალური შარიათის სასამართლოების საშუალებით, რომლებსაც ყადები მართავენ. ქალებს არ ჰყავთ ყადი და ყადი ავალდებულებს ქალებს, გაჩუმდნენ საქმის წარმოების დროს. არ დაიშვება ადვოკატების მეშვეობით წარმომადგენლობა. [13] [14]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ^ Human Rights Organization of Sri Lanka დაარქივებული 2020-02-24 საიტზე Wayback Machine.
- ^ Home for Human Rights
- ^ Human Rights Watch
- ^ Amnesty International - Sri Lanka Human Rights Reports დაარქივებული 2015-02-17 საიტზე Wayback Machine.
- ^ Freedom of expression in Sr Lanka - IFEX
- ^ Intellectuals for Human Rights დაარქივებული 2017-09-11 საიტზე Wayback Machine.
- ^ Freedom from Torture
- information relating to human rights situation in Sri Lanka დაარქივებული 2008-05-11 საიტზე Wayback Machine.
- Peace and Conflict Timeline (PACT) - an interactive timeline of the Sri Lankan conflict
- List of Human Rights Violations in Sri Lanka
- Sri Lanka mission report
- Nine recommendations for improving media freedom in Sri Lanka – RSF
- Media in Sri Lanka
- Free Speech in Sri Lanka
- Mystery surrounds the brutal killing of a Tamil journalist, Asian Tribune დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sri Lanka
- ↑ The EU's relations with Sri Lanka – Overview.
- ↑ The British duplicity in protecting human rights in Sri Lanka.
- ↑ 2006 Annual Report for Sri Lanka, http://www.amnestyusa.org/annualreport.php?id=ar&yr=2006&c=LKA. წაკითხვის თარიღი: 2020-11-26 დაარქივებული 2008-11-29 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Death penalty in Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-22. ციტირების თარიღი: 2020-11-26.
- ↑ Recurring Nightmare: State Responsibility for "Disappearances" and Abductions in Sri Lanka
- ↑ Sri Lanka – Out of the Silence. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-11. ციტირების თარიღი: 2020-11-26.
- ↑ Sri Lanka: The Years of Blood | Sri Lanka Brief en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-15. ციტირების თარიღი: 2019-06-17
- ↑ President Kumaratunga's speech on the 21st Anniversary of 'Black July'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2020.
- ↑ Sri Lanka continues to hold IT student. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 22 December 2015
- ↑ Students, faculty marshal support for prisoner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 22 December 2015
- ↑ Human Rights Reports – Amnesty International USA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2020.
- ↑ Sri Lanka debates its antiquated Muslim family laws. ციტირების თარიღი: 2017-06-23
- ↑ Tortured Sri Lankan Muslim Child Marriage Victim Dies, Police Soft-Pedals Capture Of Murderous Husband – Colombo Telegraph. ციტირების თარიღი: 2017-06-23