ადამიანის უფლებები ტაილანდში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ადამიანის უფლებები ტაილანდშიტაილანდი იყო იმ პირველ ერებს შორის, რომელმაც ხელი მოაწერა გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას [1] 1948 წელს. პრაქტიკაში რეალობაა ის, რომ ძლიერებს დაუსჯელად შეუძლიათ ბოროტად გამოიყენონ თავიანთი უფლებამოსილებანი. 1977 წლიდან 1988 წლამდე, Amnesty International–მა განაცხადა, რომ ტაილანდში „... იყო 1,436 სავარაუდო დაკავების, 58 იძულებითი გაუჩინარების, 148 წამების და 345 უკანონო მკვლელობის შემთხვევა. . . . ხელისუფლებამ გამოიძია და დაფარა ყოველი შემთხვევა.“ Amnesty International-ის (AI) ანგარიში 2017/18 წლებში მსოფლიოს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ცხადყოფს, რომ შუალედში ბევრი არაფერი შეცვლილა. [2] 2019 წელს Human Rights Watch ავრცელებს ანგარიშს, სადაც სპეციალურად ეხება ტაილანდის საქმეს. [3]

ტაილანდის დროშა
ტაილანდის გერბი

2019 წლის შუა რიცხვებში პრემიერმინისტრ პრაიუთ ჩან-ოჩას ახლადარჩეული მთავრობა იღებს ძალაუფლებას ხელში, თუმცა ადამიანის უფლებების შესახებ ჩანაწერები კვლავ უცვლელია. [3]

დარღვევები

რედაქტირება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა [4] და სხვებმა [5] გამოთქვეს შეშფოთება რამდენიმე სფეროში:

თავდასხმები აქტივისტებზე

რედაქტირება

2018 წლიდან ტაილანდში მიაყენეს 11 ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიტიკურ აქტივისტებს. პოლიციამ თავდასხმების გამოძიებისას არანაირი პროგრესი არ აჩვენა.

იძულებითი გაუჩინარება

რედაქტირება

Amnesty International-ის თანახმად, 1998 წლიდან მინიმუმ ადამიანის 59 უფლებადამცველი გახდა იძულებითი გაუჩინარების მსხვერპლი. Bangkok Post-ის მიხედვით, 80 ადამიანი, რომელიც 1980 წელს გაქრა, სავარაუდოდ, მოკლეს. პრემიერმინისტრ პრაიუთ ჩან-ოჩას მთავრობა აგრძელებს უარს წამების და იძულებითი გაუჩინარების კრიმინალიზაციაზე.

იძულებითი რეპატრიაცია

რედაქტირება

ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, ტაილანდი „... აღარ არის უსაფრთხო ადგილი ლტოლვილებისთვის“. 2014 წლის ტაილანდის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ტაილანდმა 109 უიღური გაგზავნა ჩინეთში, 52 კი დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში დააკავა.

სიტყვის თავისუფლება

რედაქტირება

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ტაილანდის სისხლის სამართლის კოდექსის დებულებები ცილისწამების შესახებ სიტყვის თავისუფლების ფაქტობრივი საფრთხეა. როგორც სამოქალაქო, ისე კერძო კოდექსები შეიცავს ცილისწამების საკითხებს. სისხლის სამართლის ბრალდებები, რასაც შეიძლება მოჰყვეს დაკავება, ბრალდებულის პასპორტის ჩამორთმევა (თუ დაკავებული უცხოელია) და სასამართლო განხილვა, რომელიც შეიძლება წლობით გაგრძელდეს. ცილისწამება ითვალისწინებს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან / და ჯარიმას.

ადამიანით ვაჭრობა

რედაქტირება

ადამიანებით ვაჭრობა არის მთავარი საკითხი ტაილანდში. ეს გულისხმობს მოვაჭრეების მიერ კამბოჯიდან მამაკაცების შეცდომაში შეყვანას, გატაცებას და მათ გაყიდვას უკანონოდ სათევზაო კატარღებში, რომლებსაც ტაიტის ყურესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამუშავებენ. ამ კაცებს კარგ ანაზღაურებად სამუშაოებს ჰპირდებიან, მაგრამ აიძულებენ 3 წლის განმავლობაში იმუშაონ მონებად. ბავშვთა ტრეფიკინგი კიდევ ერთი მთავარი საკითხია ტაილანდში: გატაცებულ ბავშვებს აიძულებენ, იყვნენ სექსუალური მონები დიდ ქალაქებში, როგორიცაა ბანგკოკი და ფუკეტი

ქალთა უფლებები

რედაქტირება

ქალთა საერთაშორისო დღის 2020 წლის 8 მარტის აღსანიშნავად, დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ და ტაილანდური ორგანიზაციების ქსელმა მთავრობას გადასცეს „ქალთა მოხსენება“. მთავრობამ განაცხადა, რომ გაფართოვდა უფლებების დაცვა ყველა მნიშვნელოვან სფეროში. შეფასების თანახმად, მთავრობის დაპირება ქალთა უფლებების დასაცავად უფუნქციოდ არ აღიქმება, არამედ მიჩნეულია, რომ ტაილანდელი ქალების მხრიდან ძირეული ძალისხმევა ხორციელდება თვით სახელმწიფოზე. ტაილანდი ვალდებულია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის შესაბამისად (CEDAW) დაიცვას ქალთა უფლებები და დაიცვას კომიტეტის პოლიტიკური რეკომენდაციები შეცდომების გამოსწორების მიზნით. 2020 წლის 30 სექტემბერს ტაილანდში დაფუძნებული კომპანიების 110 აღმასრულებელმა დირექტორმა ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს გაეროს მიერ, რომლებიც გენდერულ თანასწორობას, თანაბარ ანაზღაურებას და ქალთა უსაფრთხო სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს. დოკუმენტს ხელი მოეწერა ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEP) მე-10 წლისთავზე. ღონისძიებას მასპინძლობდა „WeEmpowerAsia“. [6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Human Rights: UDHR: Universal Declaration of Human Rights. ციტირების თარიღი: 2018-11-24.
  2. (2018) Amnesty International Report 2017/18; The State of the World's Human Rights. London: Amnesty International. ISBN 9780862104993. ციტირების თარიღი: 24 November 2018. 
  3. 3.0 3.1 (October 2019) To Speak Out is Dangerous; Criminalization of Peaceful Expression in Thailand. New York: Human Rights Watch. ISBN 9781623137724. ციტირების თარიღი: 26 October 2019. 
  4. Country Reports on Human Rights Practices for 2015: Thailand. ციტირების თარიღი: 7 June 2020.
  5. Defending in Numbers; Resistance in the Face of Oppression 2017–2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 1 June 2019.
  6. Thailand: More than 100 companies pledge to strengthen women's economic empowerment. UN News. ციტირების თარიღი: 30 September 2020.