ადამიანის რეპროდუქცია
ადამიანის რეპროდუქცია — დაბადების მომენტში ჩვილი დედის სხეულიდან გამოდის და საკუთარ ცხოვრებას იწყებს. მაგრამ სინამდვილეში, მისი სიცოცხლე ცხრა თვით ადრე დაიწყო, როდესაც ერთმა სპერმატოზოიდმა კვერცხუჯრედი გაანაყოფიერა. შემდგომ თვეებში კვერცხუჯრედი გაიყო, გამრავლდა და ერთი უჯრედიდან ახალ ადამიანად გადაიქცა.
სპერმატოზოიდები ქალის სხეულში სქესობრივი კავშირის დროს გადადის. დაახლოებით 300 მილიონი სპერმატოზოიდიდან კვერცხუჯრედამდე მხოლოდ რამდენიმე ასეული აღწევს. იმისთვის, რომ ქალი დაფეხმძიმდეს, საკმარისია კვერცხუჯრედი ერთმა სპერმატოზოიდმა გაანაყოფიეროს.
ნაყოფის განვითარება
რედაქტირებაგანაყოფიერების შემდეგ კვერცხუჯრედი ზრდასა და განვითარებას იწყებს. ერთ კვირაში ის უკვე 100-ზე მეტი უჯრედისგან შემდგარ სფეროდ გადაიქცევა. თავდაპირველად ყველა უჯრედი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მალე შეიცვლება და ნაყოფის კუნთებად, ძვლებად, სისხლად, გულად, თვალებად და ყურებად გადაიქცევა.
რვა კვირის შემდეგ ნაყოფი სიგრძეში სამ სანტიმეტრს აღწევს, მაგრამ ყველა ორგანო უკვე თავ-თავიანთ ადგილებზეა. ნაყოფი ზრდას კიდევ შვიდ თვეს განაგრძობს. ის ტივტივებს სითხეში, რომელიც მას რყევისა და ბიძგებისგან იცავს.
დაბადება
რედაქტირებაჩამოყალიბების პროცესში მყოფ ნაყოფს დედის სხეული იცავს. როდესაც ბავშვს კუნთები უვითარდება, დედა მუცელში ბავშვის მოძრაობას გრძნობს. ცხრა თვის შემდეგ ნაყოფი თითქმის მთელ სივრცეს იკავებს და ბევრს ვეღარ მოძრაობს. ამ პერიოდის შემდეგ ნაყოფის ჩამოყალიბება დასრულებულია. მშობიარობა მაშინ იწყება, როდესაც დედის ჰორმონები საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას იწყებს. სხვა ჰორმონები საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც ნაყოფი თანდათან საშოსკენ გამოიდევნება.
ძლიერი ჭინთვების შედეგად ბავშვი დედის სხეულს ტოვებს და გარე სამყაროში გამოდის. მშობიარობის უმეტეს შემთხვევაში ბავშვი თავით გამოდის და მაშინვე სუნთქვას იწყებს. ახალშობილის სიცოცხლე მშობელზე ან მომვლელეზეა დამოკიდებული, რომლებმაც ის დაბადებიდან მრავალი თვის მანძილზე რძითა და სითბოთი უნდა უზრუნველყონ და დაიცვან ყოველგვარი საფრთხისგან.