აგუსტინ I (ესპ. Agustín de Itúrbide y Aramburu; დ. 27 სექტემბერი, 1783 — გ. 19 ივლისი, 1824) — მექსიკური არმიის გენერალი და პოლიტიკოსი. 1822–1823 წლებში მექსიკის იმპერატორი.

აგუსტინ I
Agustín I
მექსიკის 1-ლი იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 19 მაისი 1822
მმართ. დასასრული: 19 მარტი 1823
წინამორბედი: იმპერია შეიქმნა
მემკვიდრე: მექსიკის დროებითი მთავრობა (ქრონოლოგიურად)
მაქსიმილიან I (როგორც იმპერატორი)
მექსიკის რეგენტი პრეზიდენტი
მმართ. დასაწყისი: 28 სექტემბერი 1821
მმართ. დასასრული: 18 მაისი 1822
წინამორბედი: იმპერია შეიქმნა
მემკვიდრე: ხუან ნეპომუსენო ალმონტე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 სექტემბერი 1783
დაბ. ადგილი: მორელია, მიჩოაკანი
გარდ. თარიღი: 19 ივლისი, 1824 (40 წლის)
გარდ. ადგილი: პადილა, ტამაულიპასი
მეუღლე: ანა მარია დე უარტე
შვილები: პრინცი აგუსტინ ჯერონიმო
პრინცესა საბინა
პრინცესა ხუანა მარია
პრინცესა ოოსეფა
პრინცი ანხელი
პრინცესა მარია ხესუსი
პრინცესა მარია დე ლოს დოლორესი
პრინცი სალვადორი
პრინცი ფილიპე ანდრეს მარია დე გვადალუპე
პრინცი აგუისტინ კოსმეი
სრული სახელი: აგუსტინ დე იტურბიდე
მამა: ხოსე ხოაკინ დე იტურბიდე
დედა: მარია იოსეფა დე არამბურუ
რელიგია: რომის კათოლიკური ეკლესია
ხელმოწერა:

ბიოგრაფია

რედაქტირება

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, როცა მექსიკა ესპანეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, რევოლუციის ლიდერმა მიგელ იდალგო ი კოსტილიამ არმიის გამოცდილ ოფიცერს, აგუსტინ დე იტურბიდეს რევოლიციური ძალების ხელმძღვანელობა შესთავაზა. მაგრამ ამის ნაცვლად მან მიიღო მეფისნაცვლის წინადადება, ესარდლა სამეფო ჯარისთვის, რომელსაც ამბოხებულთა წინააღმდეგ უნდა ებრძოლა.

მან ჩაახშო გლეხთა აჯანყება და დაამარცხა რევოლუციონერები, შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა მისი ლიდერები. გადამეტებულმა ძალადობამ, გამომძალველობამ ხალხი მის წინააღმდეგ აამხედრა და საბოლოოდ, თანამდებობიდან გადადგომა მოუწია. მაგრამ ესპანეთში მომხდარი ლიბერალური სახელმწიფო გადატრიაელების შედეგად, როიალისტები კოლონიური ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქრნენ. იტურბიდეს არმიის სარდლობა ჩააბარეს და მაინც მალევე გამონახა საერთო ენა მეამბოხეებთან.

იგუალას გეგმის საფუძველზე, რომელიც 1821 წელს გამოქვეყნდა, მექსიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ამას არ მოჰყოლია რაიმე სოციალური რეფორმები, რომლებსაც იდალგო ქადაგებდა. ულტრაკონსერვატორული დროებითი მთავრობის მეთაური იტურბიდე დიქტატორად ჩამოყალიბდა. და როცა მექსიკის ტახტზე ასაყვანად, ბურბონთა ვერც ერთი ჩამომავალი ვერ ნახეს, იტურბიდემ თავი იმპერატორ აგუსტინ I-ად გამოაცხადა თავი.

დესპოტმა და მფლანგველმა მმართველმა მალე შეაძულა თავი მექსიკელებს. დიდი ხანი არ დასჭირვებია იმას, რომ ასპარეზზე გამოსულიყო რევოლუციური არმია ანტონიო ლოპეს დე სანტა ანას სარდლობით. 1823 წელს იტურბიდე იძულებული გახდა, თანამდებობიდან გადამდგარიყო და გაქცეულიყო ჯერ იტალიაში, ხოლო შემდეგ — ინგლისში. კონგრესმა ის მოღალატედ და ბოროტმოქმედად გამოაცხადა და მექსიკაში დაბრუნება აუკრძალა. იტურბიდემ, რომელმაც ამ დადგენილების შესახებ არაფერი იცოდა, 1824 წელს მექსიკაში დაბრუნდა. იგი შეიპყრეს, გაასამართლეს და დახვრიტეს. მისის დესპოტური პოლიტიკის მიუხედავად, კონსერვატორებმა და კათოლიკურმა ეკლესიამ იტურბიდე მაინც გამოაცხადა მექსიკის „დამოუკიდებლობის მამად“ და 1838 წელს კონსერვატორულმა მთავრობამ მისი ნეშტი მექსიკის საკათედრო ტატძარში გადაასვენა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნ. ქოთორნი. ტირანები, გვ. 108 — თბილისი, „კლიო“, 2011.