აგტელეკის მღვიმეები და სლოვაკური კარსტი
აგტელეკის მღვიმეები და სლოვაკური კარსტი (ინგლ. Caves of Aggtelek Karst and Slovak Karst) — ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კარსტული მღვიმე, შედგება 712 გამოქვაბულებიდან და გავრცელებულია 55.800 ჰა (138,000 აკრი) საერთო ფართობზე, უნგრეთის და სლოვაკეთის საზღვრის გასწვრივ. უნგრეთში აგტელეკს (სიგრძე 15 კმ) ბარადლას უწოდებენ, სლოვაკეთში — დომიცას (სიგრძე 7 კმ).
აგტელეკის მღვიმეები და სლოვაკური კარსტი Caves of Aggtelek Karst and Slovak Karst* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | უნგრეთი სლოვაკეთი | |
ტიპი | ბუნებრივი | |
კრიტერიუმები | viii | |
სია | 725 | |
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 48°41′08″ ჩ. გ. 20°58′21″ ა. გ. / 48.68556° ჩ. გ. 20.97250° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1995 (მე-19 სესია) | |
გაფართოება | 2000 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 725 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბარადლა დიდი ხანია ცნობილია, დომიცა 1926 წელს აღმოაჩინეს. აგტელიკში ბევრი ტბა, მდინარე, სტალაგტიტებიანი და სტალაგმიტებიანი მიწისქვეშა დარბაზია. მღვიმე მოწყობილია ტურისტების მისაღებად. 1952 წელს აგტელიკის ახლოს სპეოლოგებმა აღმოაჩინეს დიდი კარსტული მღვიმე, რომელსაც „მშვიდობის მღვიმე“ უწოდეს.
აღწერა
რედაქტირებააგტელეკის მღვიმეები და სლოვაკური კარსტი შეიცავს:
- აგტელეკის ეროვნული პარკი და დომიცას კომპლექსს.
- გომბასეკის მღვიმეს.
- სილიკომანგანუმის ყინულის გამოქვაბულს.
- დობშინსკის ყინულის გამოქვაბულს.
- ოჰტინსკას არაგონული მღვიმეს.
- იასოვსკას მღვიმეს.
აგტელეკის ეროვნული პარკის და დომიცას კომპლექსი არის 21 კმ სირძის, რომლის დაახლოებით ერთი მეოთხედი მდებარეობს სლოვაკეთში და დანარჩენი უნგრეთში. პირველად წერილობით ნახსენებია აგტელეკის ეროვნული პარკის გამოქვაბული 1549 წელს, ხოლო 1920 წლიდან ის ემსახურება ტურისტებს. იან მაიკო აგტელეკის ეროვნული პარკის გამოქვაბული (კომპლექსის სლოვაკეთის ნაწილი) აღმოაჩინა 1926 წელს და ტურისტებისთვის გაიხსნა საჯაროდ 1932 წელს.
გომბასეკის მღვიმე აღმოჩენილ იქნა 1951 წელს 530 მ თავისი 1,525 მ-დან, საჯაროდ გაიხსნა 1955 წელს. მღვიმე ასევე ექსპერიმენტულად გამოიყენება "სპელეოთერაპიისთვი"ს, როგორც სანატორიუმი, რომელიც ორიენტირებულია სასუნთქი გზების დაავადებების განკურნებისთვის, მუდმივი ტემპერატურა 9°C (48°F), მაღალი ტენიანობა 98% ხელსაყრელი მიკროკლიმატურისთვის. გეომორფოლოგიურად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ მაინც ასევე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოქვაბული, სლოვაკეთმა მისცა მას მეტსახელი "ზღაპარი გამოქვაბულში".
დობშინსკის ყინულის გამოქვაბული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიას დაემატა მხოლოდ 2000 წელს. მღვიმე აღმოჩენილ იქნა 1870 წელს ეუგენ რუფინის მიერ, შემოსასვლელი ცნობილი იყო დიდი ხნით ადრე. საზოგადოებისთვის ღია გახდა აღმოჩენიდან ერთი წლის შემდეგ 1887 წელს, ასევე იგი გახდა პირველი ელექტრონულად განათებულ გამოქვაბული ევროპაში.
გალერეა
რედაქტირება-
ბარადლის მღვიმე
-
ოჰტინსკის არაგონული მღვიმე
-
გომბასეკის მღვიმე
-
დობშინსკის ყინულის გამოქვაბული
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 75.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება