აგრობიოცენოზი
აგრობიოცენოზი (ბერძ. agros „მინდორი“, bios „სიცოცხლე“,kainos „ახალი“, „საერთო“) — ორგანიზმთა თანასაზოგადოება კულტურულ მცენარეთა ნათესებსა და ნარგავებში; მეორეულ ბიოცენოზთა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ფორმა. კულტურული მცენარის ყოველი სახეობა აყალიბებს მისთვის დამახასიათებელ აგრობიოცენოზს კონსტანტური და დომინანტური სახეობების სერიებით (აგროფიტოცენოზი). პირველადი ბიოცენოზისაგან განსხვავებით აგრობიოცენოზს თვითმარეგულირებელ პროცესთა მკვეთრი შესუსტების გამო არ შესწევს ხანგრძლივი დამოუკიდებელი არსებობის უნარი, მის საარსებო პირობებს ადამიანი აწესრიგებს. აგრობიოცენოზის მნიშვნელოვანი თავისებურებაა აგრეთვე მცენარეჭამია ცხოველთა ზოგიერთი სახეობის (პირველყოვლისა მავნებლების, განსაკუთრებით მწერების) დომინირება. აგრობიოცენოზის ენერგეტიკული საფუძველია კულტივირებული მცენარე, რომელიც თანამგზავრ სარეველა სახეობებთან ერთად განსაზღვრავს ამ ადგილებში ცხოველთა მოსახლეობის შემადგენლობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 70.