გიშისწყალი
(გადამისამართდა გვერდიდან აგრიჩაი)
გიშისწყალი, აგრიჩაი (აზერ. Əyriçay) — მდინარე აზერბაიჯანში. ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, მთა თიქლალიბაშის სიახლოვეს. სიგრძე 134 კმ, აუზის ფართობი 1810 კმ².[1] ზემო დინებაში ეწოდება დაშაღილჩაი და უპირატესად მთის მდინარეა, შემდეგ დაშიუზის ქედის აღმოსავლეთ მხარეს გაედინება, ქვემო დინებაში ალაზნის ვაკეზე იშლება და ალაზანს საქართველოს საზღვრის სიახლოვეს ერთვის. იერთებს მრავალ შენაკადს, ძირითადად მარჯვენა მხრიდან.[2] მდინარეზე 1987 წელს აშენდა აგრიჩაის წყალსაცავი. საშუალო წლიური ხარჯი 21,7 მ³/წმ. ღვარცოფულია.[3] მდინარის ხეობაშია ქართული მართლმადიდებლური ტაძარი გიშის ეკლესია.[4]
გიშისწყალი აზერ. Əyriçay | |
---|---|
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
სათავე |
აღმოსავლეთი კავკასიონი 41°26′42″ ჩ. გ. 47°13′04″ ა. გ. / 41.445111° ჩ. გ. 47.218028° ა. გ. |
შესართავი |
ალაზანი 41°16′33″ ჩ. გ. 46°42′50″ ა. გ. / 41.275944° ჩ. გ. 46.714056° ა. გ. |
სიგრძე | 134 კმ |
აუზის ფართობი | 1810 კმ² |
მდინარის სისტემა | ალაზანი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 21,7 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ქართველი მეცნიერი ვახუშტი ბატონიშვილი გიშის შესახებ გადმოგვცემს:[5]
„ხორანთას „ქუეით დიდს ალაზანს მოერთვის გიშის წყალი, რომელი გამოსდის კავკასს, კულმუხსა და ჰერეთს შორის... და მოდის გიშამდეს.“
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Azərbaycanın hidroqrafiyası
- ↑ Топографическая карта масштаба 1:100 000 k38-106
- ↑ საინგილოს ზოგადი აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-12. ციტირების თარიღი: 2020-06-20.
- ↑ გიში | სამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლები
- ↑ ბატონოშვილი ვახუშტი, საქართველოს გეოგრაფია, რედაქცია მ. გ. ჯანაშვილისა. თფილისი, 1904