აგრელიტი
აგრელიტი (NaCa2Si4O10F) — სილიკატების კლასის მინერალი. გავრცელებულია კანადაში, კვებეკში. ცნობილია აგრეთვე გავრცელების სხვა რამდენიმე რეგიონი. გვხვდება სიენიტურ პეგმატიტებში. თეთრი, ნაცრისფერ-თეთრი, მომწვანო-თეთრი ფერისაა. ელვარება სადაფისებრი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 5.5. კრისტალდება ტრიკლინურ სინგონიაში. სახელი ეწოდა ინგლისელი მინერალოგის სტიუარტ ოლოფ აგრელის (1913-1996) პატივსაცემად.[1]
აგრელიტი | |
---|---|
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | NaCa2Si4O10F |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | თეთრი, ნაცრისფერ-თეთრი, მომწვანო-თეთრი |
კრისტალის სინგონია | ტრიკლინური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 5.5 |
მინერალის ელვარება | სადაფისებრი |