ვლადიმერ აგრბა

(გადამისამართდა გვერდიდან აგრბა, ვლადიმერ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგრბა.

ვლადიმერ ვასილის ძე აგრბა (დ. 5 ივნისი, 1912, სოფ. მოგუძირხვა — გ. 15 დეკემბერი, 1937) — აფხაზი საბჭოთა მწერალი. სკკპ წევრი 1930 წლიდან.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1933 წელს დაამთავრა მოსკოვის ჟურნალისტიკის ინსტიტუტი. იყო მოსკოვის კრასნაია პრესნიას ალკკ რაიკომის მდივანი. 1934–1937 წლებში ხელმძღვანელ კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზეა აფხაზეთის ასსრ-ში. აგრბას პირველი პიესაა „ქარს დავთესავ, ქარიშხალს მოიმკი“ (1928), მნიშვნელოვანი ნაწარმოებია მოთხრობა «კოლმეურნეობა „წინსვლის“ დაბადება» (1931). მისი ისტორიული დრამა „სისხლიანი გზა“ (1931) ასახავს აფხაზი ხალხის ბრძოლას ადგილობრივ ფეოდალთა და მეფის მოხელეთა წინააღმდეგ XIX საუკუნის II ნახევარში. სამსონ ჭანბასთან ერთად აგრბამ დაწერა პიესა „გამარჯვება“ (1932).

ლიტერატურა

რედაქტირება