აბზინდა (შესაკრავი)

(გადამისამართდა გვერდიდან აგრაფი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბზინდა (მრავალმნიშვნელოვანი).

აბზინდა — სარტყლის, ფეხსაცმლის, ცხენის აღკაზმულობის და მისთანების შესაკრავი. უფრო ლითონისაა. საქართველოს და შუა კავკასიის ტერიტირიაზე ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან I ათასწლეულის დამლევამდე ფართოდ ყოფილა გავრცელებული ფირფიტისებრი სწორკუთხა.

არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნი ბრინჯაოს აბზინდები, სამხრეთ შვედეთი.

აბზინდა, რომელსაც შიდა მხრიდან შესაკრავი კავი აქვს. ხშირად აბზინდაზე ამოკვეთილია მითური ცხოველების გამოსახულებანი და გეომეტრიული ორნამენტი. ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლოს და ახ. წ. I საუკუნეებში საქართველოში სცოდნიათ ბრინჯაოს ჭვირული აბზინდების (საშ. ზომა 12х12 სმ) ამოსხმა. აბზინდების ჩარჩოზე გამოყვანილია ზენური ხვია, ხოლო შიგნით ცხოველთა გამოსახულება. როგორც წესი, ცენტრალური ადგილი უკავია სტილიზებულ ირემს, ხარს, ჯიხვს ან ცხენს, რომელთა ირგვლივ ხშირად სხვა ცხოველთა მინიატიურული გამოსახულებებია. სავარაუდოა, რომ აბზინდაზე გამოსახული სცენები სიმბოლურ-მაგიურ და მითოლოგიურ სიუჟეტებს ასახავენ. გვიანდელი ანტიკური ხანიდან რომაული კულტურის გავლენით მთელ მსოფლიოში გავრცელდა ენიანი აბზინდის ახალი ტიპი. აბზინდის სახესხვაობაა აგრაფი, რომელიც იხმარებოდა წამოსასხამის შესაკრავად. აბზინდას ხევსურეთში საყრელს, კარშიკს უწოდებენ, სამეგრელოშიყუნს.

ლიტერატურა

რედაქტირება