აგნიეჟკა ოსიეცკა
აგნიეჟკა ოცესკაია (პოლ. Agnieszka Osiecka, დ. 9 ოქტომბერი 1936, ვარშავა — გ. 7 მარტი 1997, ვარშავა) — პოლონელი პოეტი, მწერალი, ავტორი ლექსებისა, რომლებიც სიმღერებად აჟღერდა. გარდა ამისა, ის ცნობილია პროზით, თეატრში მუშაობითა და სატელევიზიო სპექტაკლებით, ასევე ჟურნალისტური საქმიანობით. აგნიეჟა იყო ცნობილი პოლონელი კომპოზიტორი, ავტორია 2000-ზე მეტი სიმღერის ტექსტისა, რომელიც გახდა პოლონური მუსიკის კლასიკა.
აგნიეჟკა ოსიეცკა | |
---|---|
პოლ. Agnieszka Osiecka | |
დაბადების თარიღი | 9 ოქტომბერი, 1936[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | ვარშავა[1] |
გარდაცვალების თარიღი | 7 მარტი, 1997[1] [2] [3] (60 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვარშავა[1] |
დასაფლავებულია | პოვონზკის სასაფლაო |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი, სიმღერების ავტორი და ლირიკოსი |
ენა | პოლონური ენა |
მოქალაქეობა | პოლონეთი |
ალმა-მატერი | ვარშავის უნივერსიტეტი და National Film School in Łódź |
ჟანრი | sung poetry |
ჯილდოები | Gold Cross of Merit და პოლონეთის აღორძინების ორდენის კომანდორი |
მეუღლე | Wojciech Frykowski, Daniel Passent, Wojciech Jesionka და Zbigniew Mentzel[4] |
პარტნიორ(ებ)ი | Jeremi Przybora და Marek Hłasko |
შვილ(ებ)ი | Agata Passent |
საიტი | okularnicy.org.pl |
ცხოვრება და კარიერა
რედაქტირებაოსიეცკა დაიბადა ვარშავაში, ვიქტორ ოსიეცკას, პიანისტისა და კომპოზიტორის, და მარია სტექმანის, მეცნიერის, ერთადერთი შვილი. მან ადრეული წლები გაატარა ზაკოპანეში, სადაც მამაისი უკრავდა პიანინოზე რესტორან ვატრაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოსიეცკას ოჯახი გადავიდა ვარშავაში და დასახლდა სასკა კეპას დასახლებაში. პატარა ბინა მალევე გახდა ოსიეცკას საყვარელი სამუშაო ადგილი. თითქმის მთელი ცხოვრება იქ ცხოვრობდა და მისი მემორიალური დაფაც სწორედ იმ შენობაზე განათავსა ოკულორნის ფონდმა.
აგნიეჟკა განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული. მან ბევრად უფრო სწრაფად დაასრულა საკურსო ნამუშევარი ვიდრე სხვა სტუდენტებმა და მარი სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უმაღლესი სკოლა 1952 წელს დაამთავრა. აგნიეჟკა ვარჯიშობდა ცურვაში ლეგიას სპორტულ კლუბში, სწავლობდა ჟურნალისტიკას ვარშავის უნივერსიტეტში (1957–61), ასევე კინო-რეჟისორობას პრესტიჟულ ეროვნული კინოს სკოლაში ლოძში (1957–61), მიუხედავად ამისა მან მიატოვა კინო-რეჟისორობა და დაიწყო წერა.
ოსიეცკამ უნივერსიტეტის წლების განმავლობაში სტუდენტურ პრესაში გამოაქვეყნა ესეები და სტატიები. ის შეუერთდა ცნობილ სტუდენტურ სატირულ თეატრს (STS) 1954 წელს და დაწრა 166 პოლიტიკური და ლირიკური სიმღერა ამ კომპანიისთვის. მან თქვა: „მე ვარ ჟურნალისტი, სწორედ ამიტომ ზოგიერთი ჩემი სიმღერა არის რითმული მოთხრობა.“ იგი მსახურობდა STS თეატრის სამხატვრო საბჭოში, სანამ ის 1972 წელს არ დაიხურა.
1962 წელს მას დებიუტი ჰქონდა პოლონეთის ეროვნულ რადიოში. სახელგანთქმულმა პოლონელმა მსახიობმა კალინა იედრუსიკმა შეასრულა აგნიეჟკას მიერ დაწერილი სიმღერის ტექსტის, ფრანჩესკა ლესზცანსკის ცნობილი სიმღერა „ჩემი პირველი მეჯლისი“ (Mój pierwszy bal). ერთი წლის შემდეგ 1963 წელს პოლონური სიმღერის პირველ ეროვნულ ფესტივალზე ოპოლეში აგნიეჟკა მიღწეული წარმატებისთვის და მისი სიმღერებისთვის: „Piosenka o Okularnikach“ (იაროსლავ აბრამის მუსიკა), „Białe małżeństwo,“ „Czerwony kapturek,“ „Kochankowie z ulicy Kamiennej,“ „Solo na kontrabasie“ და „Ulice wielkich miast“ დააჯილდოეს მთავარი პრიზისით და ექვსი სხვა ჯილდოთი.
იგი აღიარებულ იქნა ცნობილ ახალგაზრდა პოეტად, ხოლო პოლონეთის ეროვნულმა რადიომ შესთავაზა მას შეექმნა გუნდი და ეხელმძღვანელა გადაცემისთვის „რადიო-სტუდიის სიმღერა“. აგნიეჟკა ასევე მუშაობდა თეატრებსა და სატელევიზიო პროექტებზე. კომპოზიტორ ადამ სლავინსკისთან ერთად მან დაწერა სერია სახელწოდებით „Listy śpiewające“ („მომღერალი წერილები“). მისი პირველი დიდი თეატრალური შოუ „Niech no tylko zakwitną jabłonie“ („დაე აყვავდნენ ვაშლის ხეები“) დაიდგა ათენეუმის თეატრში.
მის ტექსტებზე დაწერეს მუსიკა ისეთმა კომპოზიტორებმა, როგორებიც იყვნენ კრჟიშტოფ კომადა, სევერინ კრაჟევსკი, ადამ სლავიანსკი, ზიგმუნტ კონიჩნი და სხვა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაოსიეჟკას და მის პარტნიორს, ცნობილ ჟურნალისტ დანიელ პასენტს, 1973 წელს ეყოლათ ერთადერთი ქალიშვილი აგატა.
მაზურის ტბის პლატო იყო აგნიეჟკას საყვარელი ადგილი პოლონეთში. 1960-70-იან წლებში ამ ადგილებში ოსიეცკას ძალიან უყვარდა დასვენება პოლონელ ინტელექტუალებთან და მხატვრებთან ერთად. სტუდენტობის დროს ამ რაიონში მუშაობდა ადგილობრივ გაზეთში. სიცოცხლის ბოლო წლებში კი ბალადებს წერდა სოპოტის თეატრ-ატელიესთვის. ის იყო ჰალამის მწერალთა დასასვენებელი სახლის ხშირი სტუმარი ზაკოპანეში, ტატრების მთაში.
გარდაცვალება და მემკვიდრობა
რედაქტირებააგნიეჟკა ოსიეცკამ გამოაქვეყნა მრავალი წიგნი და ჩანაწერი. ის დაასახელეს ომის შემდგომი პოლონეთის კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ნაყოფიერ და ნიჭიერ პიროვნებად. ოსიეცკა გარდაიცვალა 1997 წლის 7 მარტს კოლონის კიბოსთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ. აგნიეჟკა დაკრძალულია ვარშავაში, პოვაზკის სასაფლაოზე.
მალევე, დედის გარდაცვალების შემდეგ აგატამ დააარსა აგნიეჟკა ოსიეცკას სახელობის ფონდი „Okularnicy“. ეს ფონდი ამაღლებს ოსიეცკას შემოქმედების ცნობადობას, მუშაობს პოეტის არქივებში, ყოველწლიურად ატარებს სიმღერის კონკურსს „გვახსოვდეს აგნიეჟკა ოციესკა“, მართავს ინტერნეტ-არქივს და აქვეყნებს წიგნებს.
შემოქმედება
რედაქტირებააგნიეჟკა ოსიეცკა წერდა სიმღერებს ისეთი ცნობილი არტისტებისთვის, როგორებიც არიან: ანა გერმანი, მარილია რადოვიჩი, მაგდა უმერი, სევერინ კრაჟევსკი, კრისტინა იანდა, კალინა ჟედრუსიკი, კრისტინა სენკევიჩი, ირენა სანტორი და სხვები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #121414248 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 Internetowy Polski Słownik Biograficzny
- ↑ https://plejada.pl/newsy/agnieszka-osiecka-i-zbigniew-mentzel-historia-milosna-bez-happy-endu/25zr2fh