„აგიტატორი“ — ორკვირეული ჟურნალი, საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის აგიტაციისა და მასობრივი კამპანიების განყოფილების ორგანო. 1930 წელს გამოდიოდა თბილისში ქართულ ენაზე. ჟურნალში იბეჭდებოდა სტატიები მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სამეურნეო, კულტურულ და საერთაშორისო საკითხებზე. გამოვიდა 11 ნომერი. პასუხისმგებელი რედაქტორი — პეტრე აღნიაშვილი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება