აგიტატორ
„აგიტატორ“ (რუს. «Агитатор») — სკკპ ცკ ორკვირეული ჟურნალი. გამოდიოდა 1923 წლიდან რუსულ ენაზე მოსკოვში. თავდაპირველად იყო რკპ (ბ) ცკ, რკპ (ბ) მოსკოვის კომიტეტისა და მთავარპოლიტგანათლების ორგანო, ეწოდებოდა „პამიატკა აგიტატორა“ (აგიტატორის სამახსოვრო), 1925 წლიდან — „სპუტნიკ აგიტატორა“ (აგიტატორის თანამგზავრი). 1925–1936 წლებში გამოდიოდა ორ ვარიანტად — ქალაქისა და სოფლისათვის. 1956 წლიდან გამოდიოდა „აგიტატორის“ სახელწოდებით. აშუქებდა სკკპ და საბჭოთა მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, განაზოგადებდა მასობრივ-პოლიტიკური მუშაობის გამოცდილებას, აქვეყნებდა სსრკ პოლიტიკურ, ეკონომიკურ კულტურული ცხოვრებისა და საერთაშორისო მდგომარეობის ამსახველ ინფორმაციებს. პოპულარიზაციას უწევდა შრომის მოწინავე მეთოდებს მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში. ბეჭდავდა კრიტიკულ-ბიბლიოგრაფიულ სტატიებს, საცნობარო მასალასა და სხვა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 56.