აგის სტეპი (რუს. Агинская степь) — სტეპი რუსეთის ფედერაციაში, იმიერბაიკალის მხარეში, მდინარე აგის (ონონის შენაკადი) აუზის მდებარეობის გასწვრივ. სიგრძე დაახლოებით 100 კმ, ზღვის დონიდან 600-900 . აგებულია მეოთხეული ასაკის ალუვიური და ელუვიური ნალექებით. რელიეფი ბორცვიანია. ხარობს ვაციწვერიან-წივანიან-აბზინდიანი მცენარეულობა. გვხვდება დეგრადირებული შავმიწა და რუხი გაეწრებული ქვიანი ნიადაგი. აგის სტეპის უმეტესი ნაწილი სახნავ-სათესია. მოჰყავთ მარცვლეული კულტურები.

ლიტერატურა

რედაქტირება