ტერმინს „აგაფოკლე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აგათოკლე (მრავალმნიშვნელოვანი).

აგათოკლე (ბერძ. Ἀγαθοκλῆς; დ. ძვ. წ. 361 — გ. ძვ. წ. 289) — სირაკუსეს ტირანი ძვ. წ. 317 წლიდან და სიცილიის მეფე ძვ. წ. 304 წლიდან.

აგათოკლეს მონეტა

სიყმაწვილეში მექოთნე იყო. ძლიერი ნებისყოფის, სიმამაცისა და მხედართმთავრული ნიჭის წყალობით თვალსაჩინო ადგილი დაიკავა რესპუბლიკელთა შორის. დაქირავებული ჯარისა და გაღარიბებული მოქალაქეების დახმარებით დაამხო ოლიგარქია და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. 313 წელს მას ემორჩილებოდა სიცილიის თითქმის ყველა ბერძნული ქალაქი. 312 წლიდან 306 წლამდე ეომებოდა კართაგენს სიცილიაში ბატონობისათვის. დაახლოებით 305 წელს მიიღო „სიცილიელთა მეფის“ ტიტული. 300-289 წლებში ებრძოდა სამხრეთ იტალიის ტომებს. 299 წელს დაიპყრო კუნძული კერკირა (კორფუ). აგათოკლეს მმართველობა სირაკუსეს სამხედრო გაძლიერებისა და კულტურის აყვავების ხანა იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება