აბუ ლ-ქასიმი (თურქ. Ebu'l-Kasım) — რუმის სულთანი 1086-1092 წლებში.

აბუ ლ-ქასიმი
Ebu'l-Kasım
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1086
მმართ. დასასრული: 1092
წინამორბედი: სულეიმან იბნ ქუთულმიში
მემკვიდრე: ქილიჩ-არსლან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: —?
გარდ. თარიღი: 1092
რელიგია: სუნიზმი

1084 წელს, სულთანმა სულეიმან იბნ ქუთულმიშმა აბუ ლ-ქასიმი ნიკეის მმართველად დანიშნა. სულეიმან I-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილები სელჩუკებმა დააპატიმრეს, რის შემდეგაც აბუ ლ-ქასიმმა თავი რუმის სულთნად გამოაცხადა. სულთნის უფლებამოსილება ბითინიასა და კაპადოკიაში შეზღუდული იყო, რადგან იქ მისი ძმა მმართველობდა. ძალაუფლების დამტკიცების შემდეგ, სულთანმა გადაწყვიტა, რომ მეზობლებზე საკუთარი გავლენა გაეძლიერებინა. ამისთვის, ყველაზე მოსახერხებელი ბიზანტიის იმპერია იყო, მაგრამ ამ მიზნით მხოლოდ აბუ ლ-ქასიმი არ მოძრაობდა – სელჩუკ ამირას, ჩაკას სურდა, რომ საკუთარი თავი იმპერატორად გამოეცხადებინა და პაჭანიკებს კონსტანტინოპოლის ერთობლივი ალყისთვის მოუწოდა. მარმარილოს ზღვაზე კონტროლის დამყარების შემდეგ, აბუ ლ-ქასიმმა გადაწყვიტა საზღვაო ფლოტის ჩამოყალიბება კიოსში და ბიზანტიის ფლოტის გამოწვევა. ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა მის წინააღმდეგ ორი გენერალი — მანუელ ბუტომიტე და ტატიკი გაგზავნა. სულთანის არმია და ფლოტი განადგურდა, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე.

აბუ ლ-ქასიმის წარუმატებელმა ქმედებებმა აღაშფოთა სელჩუკთა სახელმწიფოს მმართველი და მან გადაწყვიტა, რომ პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა სულეიმან იბნ ქუთულმიშის შვილები. ამის შემდეგ, ქასიმის მმართველობა დაემხო და რუმის სულთანი სულეიმან I-ის შვილი — ქილიჩ-არსლან I გახდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Алексиада, 1996. — გვ. 704, ISBN 5-89329-006 Invalid ISBN.
  • Райс Тамара Т., Сельджуки. Кочевники - завоеватели Малой Азии, 2004. — გვ. 238, ISBN 5-9524-0949-0.
წინამორბედი:
სულეიმან იბნ ქუთულმიში
რუმის სულთანი
1086–1092
შემდეგი:
ქილიჩ-არსლან I