აბუ ლ-ვაფა ალ-ბუზჯანი

სპარსი მათემატიკოსი და ასტრონომი

აბუ ლ-ვაფა მუჰამად იბნ მუჰამად ალ-ბუზჯანი (სპარს. ابو الوفا بوژگانی, არაბ. ابو الوفا بوزجانی;[6]; დ. 10 ივნისი, 940, ბუზჯანი — გ. 15 ივლისი, 998, ბაგდადი) — სპარსი მეცნიერი[7][8][9], შუასაუკუნეების აღმოსავლეთის ერთ-ერთი დიდი მათემატიკოსი და ასტრონომი. მოღვაწეობდა X საუკუნეში. იბნ იუნუსის მასწავლებელი.

აბუ ლ-ვაფა ალ-ბუზჯანი
არაბ. ابوالوفا محمد بن محمد بن یحیی بن اسماعیل بن العباس البوزجانی
დაბ. თარიღი 10 ივნისი, 940[1] [2]
დაბ. ადგილი Buzhgan, აბასიანთა სახალიფო[3]
გარდ. თარიღი 15 ივლისი, 998[4] [2] (58 წლის)
გარდ. ადგილი ბაღდადი, Buyid dynasty[5] [2]
საქმიანობა მათემატიკოსი და ასტრონომი
განთქმული მოსწავლეები Ibn Yunus

ბიოგრაფია

რედაქტირება

მისის რული სახელია — აბუ ლ-ვაფა მუჰამად იბნ მუჰამად იბნ ალ-აბას ალ-ბუზჯანი (არაბ. أبو الوفاء محمد بن محمد بن يحيى بن إسماعيل بن العباس البوزجاني). დაიბადა 940 წელს ბუზჯანში (ქალაქი ხორასანში, მდებარე ჰერათსა და მეშხედს შორის). გარდაიცვალა 988 წელს ბაღდადში.

ასტრონომია

რედაქტირება

კომენტარები, რომელიც მან დაწერა პტოლემეს „ალმაგესტზე“, აჯამებს იმდროინდელ ასტრონომიულ ცოდნას და ასევე ასახავს საკუთარი მუშაობის შედეგებს. ტრაქტატი შეიცავს ინფორმაციას მთვარის მოძრაობის ერთ-ერთი უთანასწორობის შესახებ, რომელიც მოგვიანებით აღმოაჩინა ტიხო ბრაჰემ. 998 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აბუ ლ-ვაფამ ბაღდადში დააფიქსირა მთვარის დაბნელება, იმავე დროს ალ-ბირუნი აკვირდებოდა მას ურგენჩში, რამაც შესაძლებელი გახადა ზუსტად დაედგინა ამ ქალაქების გრძედებს შორის სხვაობა.

მთემატიკა

რედაქტირება

აბუ-ლ-ვაფამ შემოიღო ტრიგონომეტრიული ფუნქციები ტანგენსი და კოტანგენსი და ააგო მათი ცხრილები; მაღალი სიზუსტით აღმოაჩინა ერთი გრადუსის სინუსის მნიშვნელობა. მან ასევე გამოიყვანა ფორმულა ორი კუთხის ჯამის სინუსისათვის და ამავე დროს ალ-ხუჯანდისთან და იბნ ერაყთან ერთად დაამტკიცა სინუსების თეორემა სფერული სამკუთხედებისათვის:

 

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

აბუ-ლ-ვაფამ შეადგინა კომენტარები ალ-ხვარაზმის, ევკლიდეს, დიოფანტესა და ჰიპარქეს მათემატიკური ნაშრომებზე. არის შემდეგი ნაშრომების ავტორი:

  • „რა უნდა ისწავლო არითმეტიკის სწავლამდე“;
  • „რა უნდა იცოდნენ მწიგნობარებმა, საქმოსნებმა და სხვებმა არითმეტიკის მეცნიერებაში“ (არაბ. كتاب فيما يحتاج إليه الكتاب والعمال من علم الحساب);
  • „რა სჭირდება ხელოსანს გეომეტრიული კონსტრუქციებიდან“ (არაბ. كتاب فيما يحتاج إليه الصانع من أعمال الهندسة);
  • „სამოცობითი ცხრილების გამოყენების შესახებ“;
  • „კუბის წიბოების, კვადრატის კვადრატისა და ამ ორისგან შედგენილების შესახებ“.

მთვარის ერთ-ერთ კრატერს მის პატივსაცემად ეწოდა აბუ ლ-ვაფა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Абу-л-Вафа ал-Бузджани. Книга о том, что необходимо ремесленнику из геометрических построений. Физико-математические науки в странах Востока, 1966, 1, 56-140.
  • Матвиевская Г. П. Корсунь А.А., Родригес М.Г. Астрономы: Биографический справочник. — 2-е изд., перераб. и доп. — Киев: Наукова думка, 1986. — 512 с.
  • Матвиевская Г. П. Учение о числе на средневековом Ближнем и Среднем Востоке. Ташкент: Фан, 1967.
  • Матвиевская Г. П. Очерки истории тригонометрии. Ташкент: Фан, 1990.
  • Матвиевская Г. П., Розенфельд Б. А. Математики и астрономы мусульманского средневековья и их труды (VIII—XVII вв.). В 3 т. М.: Наука, 1983.
  • Медовой М. И. Об одном случае применения отрицательных чисел у Абу-л-Вафы. Историко-математические исследования, 11, 1958, с. 593—600.
  • Медовой М. И. Об арифметическом трактате Абу-л-Вафы (арабские канонические дроби). Вопросы истории естествознания и техники, 8, 1959.
  • Медовой М. И. Об арифметическом трактате Абу-л-Вафы. Историко-математические исследования, 13, 1960, с. 253—324.
  • Kennedy E. S. Applied mathematics in the tenth century: Abu’l-Wafa calculates the distance Baghdad-Mecca. Historia Mathematica, 11, 1984, p. 193—206.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 2.2 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. Dold-Samplonius Y. Encyclopaedia of the History of Science, Technology, and Medicine in Non-Western Cultures: 2nd Edition // Springer Reference / H. Selin — 2 — Springer Science+Business Media, 2008. — P. 10. — ISBN 978-1-4020-4559-2
  4. Berry A. A Short History of AstronomyLondon: John Murray, 1898.
  5. Deutsche Nationalbibliothek Record #102419213 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  6. بوزجانی. Encyclopaediaislamica.com. ციტირების თარიღი: 30 August 2009
  7. Ben-Menahem, A. (2009) Historical encyclopedia of natural and mathematical sciences, 1st, Berlin: Springer, გვ. 559. ISBN 978-3-540-68831-0. „970 CE Abu al-Wafa al-Buzjani (940–998, Baghdad). Persian astronomer and mathematician.“ 
  8. Sigfried J. de Laet (1994). History of Humanity: From the seventh to the sixteenth century. UNESCO, გვ. 931. ISBN 978-92-3-102813-7. „The science of trigonometry as known today was established by Islamic mathematicians. One of the most important of these was the Persian Abu' l-Wafa' Buzjani (d. 997 or 998), who wrote a work called the Almagest dealing mostly with trigonometry“ 
  9. Subtelny, Maria E. (2007) Timurids in Transition. BRILL, გვ. 144. ISBN 9789004160316. „Persian mathematician Abu al-Wafa Muhammad al-Buzjani“