აბუ თამამი
ჰაბიბ იბნ ავს აბუ თამამი (არაბ. أبو تمام حبيب بن أوس; დ. 804, 805, ან 807, ჯასიმი, დამასკთან — გ. 846, მოსული) — არაბი პოეტი, აბასიანების კარის მეხოტბე. მისი პოეტური დივანი შეიცავს ტრადიციულ ჟანრებს: ხოტბას, სატირას, დატირებასა და სხვა. ბუნების აღწერის ოსტატია. აბუ თამამის მცირე ზომის ლექსებისა და აფორიზმების სათავე ძველი არაბული ფოლკლორია. მის ფილოსოფიურ ლირიკას ბერძნული ფილოსოფიის გავლენა ატყვია. შეკრიბა არაბული პოეზიის ნიმუშები და შეადგინა ცნობილი ანთოლოგიები, მათ შორის „წიგნი სიმამაცისა“ („ქითაბ ალ-ჰამასა“), რომელშიც შევიდა როგორც ისლამამდელი, ისე აბასიანტა ხანის პოეტების საუკეთესო ლექსები.
აბუ თამამი | |
---|---|
არაბ. أبو تمام | |
დაბადების თარიღი | 804, 807[1] [2] ან 805[3] |
დაბადების ადგილი | ჯასიმი[3] [1] [2] |
გარდაცვალების თარიღი | არაუადრეს 845 და არაუგვიანეს 846 |
გარდაცვალების ადგილი | მოსული[3] [1] [2] |
საქმიანობა | პოეტი[3] [1] |
ენა | არაბული ენა |
Magnum opus | Al-ūḥšīāt და Kitab al-Hamasah |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 43.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Абу-Темам // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. I. — С. 48.
- ↑ 2.0 2.1 2.2 G. W. T. Abu Tammam // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 1. — P. 81.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Абу-Тамман-Тайи // Энциклопедический лексикон — СПб: 1835. — Т. 1. — С. 55.