ალექსანდრე აბულაძე
ალექსანდრე სერგის ძე აბულაძე (დ. 25 დეკემბერი, 1898 (7 იანვარი, 1899), სოფელი ჩხარი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი ― გ. 24 იანვარი, 1971, თბილისი) — ქართველი ბიოქიმიკოსი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1939), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966).
ალექსანდრე აბულაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 იანვარი, 1899 |
დაბ. ადგილი | ჩხარი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 24 იანვარი, 1971 (72 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ბიოქიმიკოსი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
ბიოგრაფია
რედაქტირება1928 წელს დაამთავრა თსუ ქიმიურ-ფარმაცევტული ფაკულტეტი, 1931 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1937-1948 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის გამგე, 1948-1963 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის პროფესორი, 1950-1971 საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიის განყოფილების ხელმძღვანელი. შეისწავლიდა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 44.