აბუკურა“ — ძველი ქართული მწერლობის ძეგლი. ამ სახელმწოდების მქონე ნაწარმოების არსებობა მეცნიერებისათვის ცნობილი გახდა „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებიდან“, სადაც იხსენიება მხოლოდ ძეგლის სათაური „აბუკურა“.

XIX საუკუნის 80-იან წლებში გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ სახელში „ცხოვრების“ ავტორი შეიძლება გულისხმობდეს რომელიმე აპოკრიფს (ძველ ქართულში დამოწმებული აბუკოროფა — აპუკოროფას ანალოგიით) ან ხარანის რომელიმე თხულებას. 1918 კ. კეკელიძემ გამოსცა „წამებაჲ წმიდისა მიქაელისი“... (კიმენი, ტ. 1). ამ ძეგლში აღწერილია საბაწმინდის მოღვაწის მიქაელის ამბავი, რომელიც თავის მოწაფეთათვის თეოდორე აბუკურას უამბია. მთხრობელის სახელი „აბუკურა“ შემდეგ თხზულებას შერქმევია. თხზულება დაწერილია არაბულ ენაზე ვინმე ბასილის მიერ (IX ს.). „აბუკურა“ X საუკუნის დამდეგს ქართულად უთარგმნია უცნობ პირს.

ძველი ცნობის მიხედვით, ქართული ტექსტი ბერძნულად უთარგმნია ექვთიმე მთაწმიდელს. „აბუკურას“ მეორე რედაქცია შეტანილია თეოდორე ედესელის „ცხოვრებაში“, რომელიც ბერძნულიდან ქართულად თარგმნა ეფრემ მცირემ.

ლიტერატურა რედაქტირება