აბუკუმის მთები (იაპონ. 阿武隈高地) — ქედი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთ ნაწილში. ადმინისტრაციულად მოქცეულია მიაგის, ფუკუსიმისა და იბარაკის პრეფექტურების ტერიტორიაზე. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 170 კმ-ზე, სიგანე 50 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 1193 მ (მთა ოტაკინე).[1] ცალკეული მწვერვალები სოლისებრი მოყვანილობისაა. აგებულია გრანიტებითა და გრანოდიორიტებით, იშვიათად ფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 1100–1300 მმ წელიწადში. დამახასიათებელია დამრეცი რელიეფი.[1]

აბუკუმის მთები
კოორდინატები: 37°06′20″ ჩ. გ. 140°40′08″ ა. გ. / 37.10556° ჩ. გ. 140.66889° ა. გ. / 37.10556; 140.66889
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
უმაღლესი წერტილი ოტაკინე
სიმაღლე 1193 
სიგრძე 170 კმ
სიგანე 50 კმ
აბუკუმის მთები — იაპონია
აბუკუმის მთები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება