აბუდელაურის მყინვარი
მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
აბუდელაურის მყინვარი — მცირე მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ხევსურეთში, ჭიუხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1900 მ სიმაღლეზე. მყინვარის ზემოქმედების გეომორფოლოგიის ნიშნები კარგად არის გამოხატული ცირკებისა და მორენების სახით. აბუდელაურის მყინვარიდან გამოედინება მდინარე ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი აბუდელაური.[2]
აბუდელაურის მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 42°32′39″ ჩ. გ. 44°48′23″ ა. გ. / 42.5444389° ჩ. გ. 44.80639° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
ქედი | კავკასიონი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 14.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 35.