აბსოლუტური იდეა
აბსოლუტური იდეა — იდეალისტური ფილოსოფიის, კერძოდ აბსოლუტური იდეალიზმის ძირითადი ცნება სამყაროს ზებუნებრივი, აბსოლუტური გონითი საწყისის შესახებ. გვხვდება ჰეგელისა და ჰეგელიანელების შრომებში. ჰეგელის მიხედვით, აბსოლუტური იდეა არის ქმედითი, აქტიური საწყისი და მისი აქტივობა თვითშემეცნებაშია. მისი განვითარების საფეხურებია: საკუთრივ აბსოლუტური იდეა ანუ იდეის განვითარება წმინდა აზრის სტიქიაში, ბუნება და აბსოლუტური გონი ანუ იდეის განვითარება აზროვნებასა და ისტორიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 39.