აბსოლუტური გონი
აბსოლუტური გონი, აბსოლუტური სული — ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ცნება, იგივე აბსოლუტური იდეა განვითარების იმ სტადიაზე, როცა იგი თავის თავს თვითშემეცნებაში პოვებს. აბსოლუტურ გონს აქვს განვითარების სამი ფორმა: სუბიექტურ-ინდივიადუალური სული (შეისწავლის ფსიქოლოგია), ობიექტური ანუ საყოველთაო გონი (შეისწავლი ისტორია) და საკუთრივ აბსოლუტური გონი. უკანასკნელის განვითარება, თავის მხრივ, სამი საფეხურისაგან შედგება: ინტუიცია, რომელიც ხელოვნებაში ვლინდება, წარმოდგენა, რომელიც რელიგიაში ვლინდება და ცნება, რომელიც ფილოსოფიაში ვლინდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 39.