აბრეშუმის ქსოვილი

აბრეშუმის ქსოვილი — ბუნებრივი აბრეშუმის ან ქიმიური (ვისკოზური და სინთეზური) ბოჭკოს ძაფისაგან დამზადებული ქსოვილი. დანიშნულების მიხედვით შეიძლება იყოს ტექნიკური, საპარაშუტო, საწისქვილე (საცრებისათვის), სატანსაცმლე, სასარჩულე, საქოლგე, საფეხსაცმლე, გასაწყობი და სხვა. ბუნებრივი აბრეშუმის ქსოვილი ნაზი და ჰიგიენურია. ნაკლებად იჭმუჭნება. ცალკე ჯგუფს შეადგენს ბუნებრივი აბრეშუმისაგან მირებული კრეპის ქსოვილები: კრეპდეშინი, კრეპჟორჟეტი, კრეპსატენი და სხვა. ვისკოზური ქსოვილები ადვილად იჭმუჭნება და ნაკლებჰიდროსკოპიულია. სინთეზური ქსოვილები (კაპრონი, დედერონი და სხვა) ძალიან გამძლეა, არ იჭმუჭნება, მაგრამ მეტად დაბალი ჰიდროსკოპიულობით ხასიათდება. არის აგრეთვე ხაოიანი აბრეშუმის ქსოვილები: ხავერდი, პლუში და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება