პლუში (გერმ. Plüsch) — ხაოიანი ქსოვილი; ამზადებენ ხავერდის ანალოგიურად. ხავერდივით ხშირი ხაო არ აქვს. ხაოს სახეობის მიხედვით პლუში ორგვარია: გაჭრილ- და გაუჭრელხაოიანი, ხოლო გამომუშავებისა და მოპირკეთების მიხედვით — გლუვი ან სახიანი, ნატვიფრი და სხვა. პლუშს იყენებენ ტანსაცმლის შესაკერად, ავეჯის გადასაკრავად და სხვა.

პლუშით დამზადებული რბილი სათამაშო

ლიტერატურა

რედაქტირება