აბრევიაცია
აბრევიაცია (ლათ. abbreviatio — „შემოკლება“) — ბიოლოგიაში, ონტოგენეზის თანმიმდევრული შემოკლება მისი ცალკეული სტადიების ამოვარდნის გამო. აბრევიაციის დროს ორგანო ვერ აღწევს სრულ განვითარებას ან რედუცირდება. ტერმინი შემოიღო ბ. მატვეევმა 1930 წელს. ა. სევერცოვი ამ მოვლენას უარყოფით ანაბოლიას უწოდებდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 34.
- გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე, „ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები“, თბ., 2011