აბრაზიული მასალა
აბრაზიული მასალა, აბრაზივი — დიდი სისალის წვრილმარცვლოვანი ნივთიერებანი. ბუნებრივი აბრაზიული მასალაა ალმასი, კორუნდი, კვარცი, ზუმფარა, კაჟი და სხვა. XIX საუკუნის დამლევიდან იხმარება ხელოვნური აბრაზიული მასალა: ელექტროკორუნდი, კარბორუნდი, ბორის კარბიდი, ბორის ნიტრიტი, სინთეზური ალმასი და სხვა. აბრაზიული მასალისაგან ამზადებენ აბრაზიულ იარაღს. იყენებენ თავისუფალი სახითაც (ფხვნილი, პასტა).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 32.