აბრაამ კარიელი (დ. 350 — გ. 422/423) — კარიელი ეპისკოპოსი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 27 თებერვალი ძვ. სტ. (14 თებერვალი).

აბრაამ კარიელი
დაიბადა 350
Cyrrhus
გარდაიცვალა 422/423
კონსტანტინოპოლი
ხსენების დღე ახ. სტილით27 თებერვალი ძვ. სტ. (14 თებერვალი)
მოღვაწეობა კათოლიკე მღვდელი

წმინდა აბრაამი, კარიელი ეპისკოპოსი IV–V საუკუნეებში ცხოვრობდა. იგი ქალაქ კვიროსში დაიბადა და სრულიად ახალგაზრდა იყო, როდესაც მონასტერს მიაშურა. შემდგომში წმინდანმა მოღვაწეობის ადგილად ლიბანის მთები აირჩია და იქ განდეგილი ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა. ღირს აბრაამს ხშირად უხდებოდა დაეთმინა წარმართთა გამოხდომები. უღმრთოები ნეტარი ბერის განდევნას ცდილობდნენ თავიანთი მიწებიდან; მის მყუდროებას ხშირად არღვევდნენ მახლობელი სოფლის გლახაკი მცხოვრებლებიც, რომლებიც მოწყალების სათხოვნელად ამოდიოდნენ მასთან, მაგრამ უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა მათ სტუმრობებს და უშურველად გასცემდა ყველაფერს, რასაც სწირავდნენ. როდესაც ამ სოფლის ქრისტიანმა მცხოვრებლებმა ტაძარი ააშენეს, მხურვალედ სთხოვეს წმინდა აბრაამს, სამღვდელო ხელდასხმა მიეღო და მათი მოძღვარი გამხდარიყო. ღირსი მამა დაჰყვა მვედრებელთა ნებას, სულიერად განამტკიცა მრევლი, ხოლო შემდეგ თავის ნაცვლად მათ სხვა მოძღვარი დაუდგინა, თვითონ კი მონასტერს დაუბრუნდა. კეთილმსახურებით გამორჩეული მოსაგრე კარიის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმინდანი სამწყსოს გულმოდგინედ ასწავლიდა ღვთივსათნო ცხოვრებას და თავადვე აძლევდა თავშეკავების მაგალითს. იმპერატორმა თეოდოსი უმცროსმა ეპისკოპოსთან შეხვედრა მოიწადინა და მას თან კარზე მოუხმო. კონსტანტინოპოლში ჩასული წმინდა აბრაამი მალე გარდაიცვალა. მისი ნეშტი პატივით გადასვენდა ქალაქ კარში და იქვე დაიკრძალა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ.