აბრაამის ველები (ინგლ. Plains of Abraham, ფრანგ. Plaines d'Abraham) — ისტორიული ვაკე ადგილი ქალაქ კვებეკის (კვებეკი, კანადა) ძველი ნაწილის კედლის დასავლეთით (46°47′59″ ჩ. გ. 71°13′15″ დ. გ. / 46.79972° ჩ. გ. 71.22083° დ. გ. / 46.79972; -71.22083კოორდინატები: 46°47′59″ ჩ. გ. 71°13′15″ დ. გ. / 46.79972° ჩ. გ. 71.22083° დ. გ. / 46.79972; -71.22083).

აბრაამის ველები და სასტუმრო „შატო-ფრონტენაკი“

1759 წლის 13 სექტემბერს აბრაამის ველებზე გაიმართა შვიდწლიანი ომის ჩრდილოამერიკული თეატრის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც ბრიტანელებმა (დაახლ. 4400 კაცი) გენერალ ჯეიმზ ვოლფის სარდლობით დაამარცხეს ფრანგი გენერლის მარკიზ ლუი-ჟოზეფ დე მონკალმის ჯარი (დაახლ. 1,900 რეგულარული ჯარისკაცი, 1,500 მოლაშქრე და ინდიელი), რასაც ბრიტანელების მიერ კვებეკის დაკავება მოჰყვა. ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა ორივე მხარის სარდალი. ამერიკის რევოლუციური ომის მსვლელობისას, კვებეკის ალყის დროს აბრაამის ველები დაკავებული ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ჯარს (1775-1776). ვაკე ამჟამად ქალაქის ფარგლებშია მოქცეული და ისტორიული პარკის ნაწილია.

ლიტერატურა რედაქტირება