აბოტაბადი
აბოტაბადი (ურდუ, ჰინდკო. ایبٹ آباد) — ქალაქი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ჰაზარის რეგიონში, ჩრდილო-აღმოსავლეთ პაკისტანში. მდებარეობს ორაშის ველზე, დედაქალაქ ისლამაბადიდან 110 კმ-ით და ქ. რავალპინდიდან 130-ით ჩრდილოეთით, ქალაქ ფეშავარიდან 150 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1,260 მ. სიმაღლეზე. იგი აბოტაბადის რაიონის დედაქალაქია. ქალაქის აღმოსავლეთით მდებარეობს პაკისტანის ავტონომიური ერთეული — აზად ქაშმირი (ლიტ. „თავისუფალი ქაშმირი“). მთელს პაკისტანში აბოტაბადი კარგადაა ცნობილი მისი სასიამოვნო კლიმატის, მაღალი დონის საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და სამხედრო დაწესებულებების გამო. ქალაქში შემონახულია პოპულარული სამთო სადგური (hill station), რომელიც ყოველ წელს ათასობით ტურისტს იზიდავს.
ქალაქი | |
---|---|
აბოტაბადი ურდუ ایبٹ آباد | |
ქუჩა აბოტაბადის ძველ ქალაქში | |
ქვეყანა | პაკისტანი |
პროვინცია | ხაიბერ-პახტუნხვა |
რაიონი | აბოტაბადის რაიონი |
კოორდინატები | 34°09′21″ ჩ. გ. 73°13′10″ ა. გ. / 34.15583° ჩ. გ. 73.21944° ა. გ. |
ნაზიმი (მერი) | ნაიბ ნაზიმი |
დაარსდა | 1863 |
ცენტრის სიმაღლე | 1,256 მ |
მოსახლეობა | 1,430,238 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+5 |
სატელეფონო კოდი | 0992 |
ოფიციალური საიტი | abottabad.gov.pk |
ენა
რედაქტირება1998 წლის აღწერის მიხედვით, აბოტაბადის რაიონის მკვიდრი 881,000 ადამიანიდან, ჰინდკო-ზე ლაპარაკობდა 45.26%, პუშტუ-ზე 44.74% ხოლო ურდუ-ზე 9.05%.[1] მოსახლეობის უმრავლესობას ურდუ ესმის და გამართულად საუბრობენ, როგორც ოფიციალურ ენას, ურდუს ისინი ძირითადად ვაჭრობისას, საქმიან შეხვედრებზე და ფორმალურ საქმიანობაში იყენებენ. ინგლისური ფართოდ გამოიყენება ბიზნესსა და განათლებაში.
კლიმატი
რედაქტირებაწლიური ამინდი — აბოტაბადი, პაკისტანი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | |
საშუალო მაღალი °F | 54 | 57 | 64 | 73 | 82 | 91 | 86 | 82 | 82 | 77 | 68 | 59 | |
საშუალო დღიური °F | |||||||||||||
საშუალო დაბალი °F | 36 | 39 | 46 | 54 | 61 | 68 | 68 | 64 | 63 | 55 | 46 | 39 | |
ნალექი დუიმი | 2.9 | 4.1 | 4.8 | 4.1 | 2.9 | 3 | 9.7 | 9.6 | 3.8 | 2 | 1.2 | 1.9 | |
საშუალო მაღალი °C | 12 | 14 | 18 | 23 | 28 | 33 | 30 | 28 | 28 | 25 | 20 | 15 | |
საშუალო დღიური °C | |||||||||||||
საშუალო დაბალი °C | 2 | 4 | 8 | 12 | 16 | 20 | 20 | 18 | 17 | 13 | 8 | 4 | |
ნალექი მმ | 73 | 103 | 123 | 104 | 73 | 77 | 247 | 244 | 96 | 51 | 31 | 47 | |
წყარო: Weatherbase[2] აგვისტო 2010 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Abbottabad, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ People Of District Abbottabad – Language. Replay.web.archive.org (21 February 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2008. ციტირების თარიღი: 28 January 2012.
- ↑ Weatherbase: Historical Weather for Abbottabad, Pakistan. Weatherbase (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-28. ციტირების თარიღი: 2014-04-29.