ცხოველების აბორტი — მაკეობის შეწყვეტა, საშვილოსნოდან მკვდარი ან უდღეური, არასიცოცხლისუნარიანი ნაყოფის გამოძევება, ჩანასახის სრული ან ნაწილობრივი შეწოვა. თუ ყველა ნაყოფი (მრავალნაყოფიან ცხოველში) იღუპება, აბორტს სრულს უწოდებენ, ხოლო თუ ყველა არ იღუება და ცოცხლად დარჩენილი ნორმალურად იბადება — არასრულს. აბორტი დედის ორგანიზმს სერიოზულ საშიშროებას უქმნის, ცხოველი ზოგჯერ იღუპება კიდეც, ხშირად კი ხანგრძლივი დროით ბერწდება, კლებულობს პროდუქტიულობაც. განასხვავებენ არაგადამდებ და გადამდებ აბორტს. არაგადამდები აბორტის მიზეზია ჩანასახის თანდაყოლილი სიმახინჯე, საშვილოსნოს, ღვიძლის, გულის, თირკმლის, ფილტვისა და დედის სხვა ორგანოს დაავადება, მაკე ცხოველის არასრულფასოვანი კვება, ტრავმა, დაძაბული მუშაობა და სხვა გადამდები აბორტის მიზეზია ინფექციური ან ინვაზიური დაავადება (ვიბროზი, ბრუცელოზი, პარატიფი, ტრიქომონოზი, ჯილეხი, ქოტაო, ტუბერკულოზი, თურქული და სხვა). ინფექციური და ზოგიერთი ინვაზიური აბორტის დროს მეურნეობაში კარანტინს აწესებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება