ჯილეხი, ციმბირის წყლული, ანთრაქსი, ხუზარაცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა (Bacillus anthracis). ჯილეხი ზოონოზების ტიპური წარმომადგენელია [1]. ამ ტიპის ინფექციის გადატანა შესაძლებელია ტრანსმისიული, ალიმენტური და ასპირაციული გზებით. ადამიანის დაზიანება ხდება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ზოგჯერ კი ასეთი ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლსმწოველ მწერებს.

ჯილეხის ბაცილა

ჯილეხის გამომწვევი

რედაქტირება

ჯილეხის გამომწვევი — Bacilus anthracis — აღმოაჩინა 1876 წელს გერმანელმა რობერტ კოხმა. ჯილეხის გამომწვევი ხასიათდება არაჩვეულებრივი მდგრადობით და შეუძლია სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება წლობით და ათეულ წლობითაც კი. ისინი დუღილს უძლებენ 45-60 წუთის განმავლობაში, ავტოკლავირებისას (110c) იღუპებიან 5 წუთის განმავლობაში. ხორცის დამარილება, გაშრობა და სხვა ასეთი პროცედურები ჯილეხის სპორებს ვერ ანადგურებს.

გადამტანები

რედაქტირება

ჯილეხით უფრო ხშირად მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვრები, თხები, ცხენები, აქლემები და ღორები ავადდებიან. მთავარი ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა ენიჭებათ მსხვილ რქოსან საქონელს და ცხვრებს. დაავადებული ცხოველები შარდისა და ფეკალიების საშუალებით გამოყოფენ ბაქტერიებს. ავადმყოფობა სწრაფად პროგრესირებს და 2-3 დღეში ან რამდენიმე საათშიც კი იწვევს ცხოველის სიკვდილს.

ჯილეხით უმეტესად ავადდებიან სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები, სასაკლაოების მუშები და სხვა. ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი ჩვეულებრივ ხანმოკლეა, 2-3 დღე. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ანთრაქსის ფილტვის ფორმა, რომელიც გულსისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაზიანების გამო, ხშირად სიკვდილით მთავრდება. რაც შეეხება ანთრაქსის კანის ფორმას ის ნაკლები ლეტალობით ხასიათდება ფილტვის ფორმისგან შედარებით.

მკურნალობა

რედაქტირება

ჯილეხის მკურნალობა კომპლექსური ტიპისაა და მოიცავს სამ მთვარ ტიპს ესენია: სეროთერაპია, ქიმიოთერაპია და ანტიბიოტიკოთერაპია, ამ უკანასკნელმა ბოლო წლებში ფართო გამოყენება ჰპოვა. კერძოდ, იყენებენ ბეტალაქტამებს, ამინოგლოკოზიდებს, ტეტრაციკლინებს და სხვა პრეპარატებს.

პროფილაქტიკა

რედაქტირება

ვაქცინა ანთრაქსის წინააღნდეგ პასტერმა შეიმუშავა ჯერ კიდევ 1881 წ. მაღალი რისკის ადამიანებში შესაძლებელია ჩატარდეს იმუნიზაცია უუჯრედო ვაქცინით, რომელშიც იმუნოგენის სახით შედის გასუფთავებული დამცავი ანტიგენი.

  1. О.К. Поздеев, В.И. Покровскийб Медицинская Микробиологияб 2005.