აბლაუტი (გერმ. Ablaut — „გადაბგერება“; ასევე იწოდება, როგორც აპოფონია) — სიტყვაში ხმოვნის ფონოლოგიური მონაცვლეობის გამოყენება გრამატიკული ფორმის გასარჩევად. გავრცელებულია სხვადასხვა სტრუქტურის ენებში. მაგალითად:

  • ბერძ. petomai — „ვფრენ“ ~ აორისტი eptomen (pet/pt),
  • ინგლ. foot — „ფეხი“ ~ მრავლობითი რიცხვი feet,
  • ქართ. ვდრეკ—წყვეტილი—ვ-დრიკ-ე (ე/ი).

ქართულში აბლაუტი, ისევე როგორც ინდოევროპულ ენებში, მორფოლოგიური სიჭარბის მოვლენაა (ე. ი. გვხვდება სხვა გრამატიკულ საშუალებებთან ერთად და არა დამოუკიდებლად).

ლიტერატურა

რედაქტირება