აბი (ახალციხე)
აბი[1][2] — ნასოფლარი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხიდან 2 კმ-ზე. ბოლო წლებში აბის მოსახლეობის ნაწილი ქალაქ ახალციხეში, მარდის უბანში ჩასახლდა. სოფელი აბი იხსენიება XVI საუკუნის მიწურულს „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“. ამ დროს იქ ქართველ გლეხთა 10 კომლი ცხოვრობდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სიხარულიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 29.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 28.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.